9 აპრილს გადაღებულ ცნობილ ფოტოზე, რომელზედაც მარი ნანა მახარაძეა ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ მას დროშა აქვს ხელში, სინამდვილეში კი ხის ტოტზე შემოხვეული ნაჭერი უჭირავს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო აკობიძე წერს, რომელსაც ფაქტს თავად ფოტოს გმირიც უდასტურებს.
„ჩემსავით, დღემდე, ამ ცნობილ ფოტოზე ვინ ხედავდით დროშას?
სინამდვილეში, ხის ტოტზე შემოხვეული შავი ნაჭერი უჭირავს გოგონას ცნობილი ფოტოდან მარი ნანა მახარაძეს. იური მეჩითოვს ისეთი რაკურსი აქვს დაჭერილი, რომ შენობის ფონი შემოდის დროშის მეორე ფერად.
ფოტო 9 აპრილის სიმბოლოა და ეს დეტალიც კი სევდიანად სიმბოლურია: 33 წელი გავიდა, დროშაც გვაქვს, ჰიმნიც და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის საჭირო სხვა ყველა ატრიბუტიც, მაგრამ ასეთი ერთიანობა, როგორც მაშინ გვქონდა, შავი ფერის, შავი ნაჭრის ქვეშ, აღარ გვქონია მას შემდეგ“, - წერს ნინო აკობიძე.
ამავე თემაზე:
🔵9 აპრილი ეს იყო ქართველთა სასტიკი მოტყუების დღე! - ბაკურ სვანიძე