კვირა - 03.05.2026.
ინდიკატორი — მიღება.
მიღების დღე შედეგის, მოსავლისა და უკუგების ენერგიის ინდიკატორია.
ეს არის დრო, როცა შეიძლება მიიღოთ ის, რაშიც ადრე ჩადეთ შრომა, ყურადღება ან რესურსი.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაარჩიოთ, რას იღებთ თქვენს ცხოვრებაში — ყველა შემოთავაზება არ არის საჩუქარი.
სასიკეთოა:
✅ ფულის მიღება
✅ გადახდების დაბრუნება
✅ ვალების ამოღება
✅ საჩუქრის ან შეთავაზების მიღება
✅ ცოდნის მიღება
✅ დასრულებული საქმის შედეგის აღება
არ გირჩევთ:
სასამართლო დავას.
ავადმყოფის მონახულებას.
მძიმე ვალდებულების აღებას.
ნეგატიური ინფორმაციის მიღებას.
კონფლიქტში შესვლას დღე: 丁丑 — ცეცხლის ხარის დღე. სახიფათო დღეა თხისთვის.
მეტი ყურადღება გამოიჩინონ თხის წლებში დაბადებულებმა: 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027. სასიკეთო საათები: 🕰️ 09:00–11:00 🕰️ 17:00–19:00 🕰️ 21:00–23:00 🕰️ 23:00–00:59
დღის ფერი: წითელი ❤️ წითელი ფერი დაგეხმარებათ შინაგანი ცეცხლის, ენერგიის, სითბოს და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებაში.
გამოიყენეთ მაშინ, როცა გჭირდებათ მეტი აქტიურობა, მოტივაცია და მოქმედების სურვილი.
ინის დღის მეტა-ფორმულა: დღეს სამყარო რაღაცას გაძლევთ. თქვენი ამოცანაა, მიიღოთ ის, რაც გაძლიერებთ — და არ აიღოთ ის, რაც გამძიმებთ.
🌟დღის სლოგანი: მიიღეთ ის, რაც გაძლიერებთ, და გაუშვით ის, რაც გამძიმებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბავშვს მკაცრი სიტყვა შეიძლება დაავიწყდეს, თუმცა გრძნობა არასდროს“ - გიორგი ლობჯანიძე
წყარო: www.facebook.com