Digest Logo

„არ გირჩევთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

1786091936
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ხუთშაბათი, 06.08.2026

ინდიკატორი — დაყოვნება

დაყოვნების დღე პროცესის ხელში აყვანას, შენარჩუნებასა და კონტროლს უკავშირდება. დღეს კარგია არ მივუშვათ საქმე თვითდინებაზე — საჭიროა ყურადღება, წესრიგი და მკაფიო საზღვრები.

ეს ინდიკატორი გეხმარებათ შეაჩეროთ ქაოსი და მისცეთ მოვლენებს უფრო მართვადი ფორმა.

სასიკეთოა:

✅ დოკუმენტების მოწესრიგება

✅ ვალდებულებების გადახედვა

✅ ადმინისტრირება

✅ დეტალებზე მუშაობა

✅ ფინანსური ანალიზი

✅ პროცესების კონტროლი

არ გირჩევთ:

❗️სპონტანურ გადაწყვეტილებებს

❗️დაუგეგმავ მოგზაურობას

❗️ზედმეტ კონტროლს ურთიერთობებში

❗️ემოციურ დაძაბვას

❗️თავისუფალი პროცესის ხელოვნურად შეზღუდვას

დღე: 壬子 — წყლის ვირთხის დღე სახიფათო დღეა ცხენისთვის. მეტი ყურადღება გამოიჩინონ ცხენის წლებში დაბადებულებმა: 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026.

განსაკუთრებული შენიშვნა: ვირთხის ენერგია პირდაპირ უპირისპირდება წლის ცხენის ენერგიას. ამიტომ განსაკუთრებით აკონტროლეთ სიჩქარე, ემოციური რეაქციები, გადაადგილება და გადაწყვეტილებები, რომლებიც სწრაფ პასუხს მოითხოვს.

სასიკეთო საათები: 🕰️ 11:00–13:00 🕰️ 15:00–17:00 🕰️ 17:00–19:00

დღის ფერი: ყვითელი ყვითელი ფერი დაგეხმარებათ სტაბილურობის, მიწიერების, პრაქტიკულობის და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში. განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა დღე არასტაბილურია და გჭირდებათ უფრო მყარი საყრდენი.

🌟დღის სლოგანი: დღეს კონტროლი სიმშვიდის შენარჩუნებას ნიშნავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს“ - რა კადრებს გვიზიარებს გიორგი ნიკოლავა

⭕ „ნამდვილ სიყვარულს კი არანაირი „თუ“ და „თუნდაც“ არ გააჩნია...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ „ტვინი გვისმენს, ტვინი გვიყურებს და ამაზე შესაბამისად რეაგირებს...“ - რას წერს ლევან შელეგია