
ასტეროიდ ჰირონის 21 დეკემბრამდე რეტროგრადულობა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დიპლომატიურ და პარტნიორულ ურთიერთობას. იძულებული გახდებით გადახედოთ უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს.
არ ღირს ინიციატივის გამოჩენა და ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.
არ სცადოთ პასუხისმგებლობის და საკუთარი ვალდებულებების სხვისთვის გადაბარება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს და უსიამოვნებას გამოიწვევთ.
თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი მოქმედებისა და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისგან.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ კამათს, არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, უძრავი ქონების და ავეჯის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და მერწყულს.
ასევე დაგაინტერესებთ: