„მადლობელი იყავით ცოდნის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და განაგრძეთ თქვენი გზა, რომელიც არავინ იცის, გარდა თქვენი თავისა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი წერს.
„არ არსებობენ გურუები, მასწავლებლები ან ოსტატები. არც პირველი, არც მეორე, არც მეხუთე და არც მეათე ხარისხი. არც წითელი ქამრით და არც მის გარეშე.
ერთი მარტივი მიზეზის გამო. ცოდნას არ აქვს ჭერი და არც უმეცრებას - ფსკერი.⠀
არსებობენ მხოლოდ ადამიანები, რომლებსაც ევოლუციური განვითარების ამ ეტაპზე შეუძლიათ დაგეხმარონ თქვენი ამჟამინდელი პრობლემის გადაჭრაში.
სულ ესაა.⠀
გარდა ამისა, ასეთი ადამიანები არასდროს გელაპარაკებიან რჩეულის პოზიციიდან.
მათ ესმით, რომ თქვენსა და მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თქვენ ჯერ არ გაგიხსნიათ თქვენი პოტენციალი.
სულ ესაა.⠀
ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე მუშაობენ ტრაქტორებივით და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე „უბრალო მოკვდავები“. მათ არ აინტერესებთ, რას ეძახიან ან რას ფიქრობენ მათზე.
ყველას მცდელობა, გამოაცხადონ თავიანთი წევრობა ელიტურ წრეში, სხვა არაფერია, თუ არა სურვილი, დაიმკვიდრონ თავი სხვების ხარჯზე, გამოკვებონ თავიანთი ეგო, სიამაყე და თავმოყვარეობა.
და ის თვისებები, რომლებიც მათ გარშემო აკრავს, მათ ეს თავდაჯერებულობას მატებს.
სულ ესაა.
არასოდეს მისცეთ ვინმეს უფლება, შეარყიოს თქვენი რწმენა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ.
მადლობელი იყავით ცოდნის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და განაგრძეთ თქვენი გზა, რომელიც არავინ იცის, გარდა თქვენი თავისა. ეს არის მთელი აზრი, სანელებელი და სიამოვნება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!