დაფარული სიმართლე მორიელის შესახებ, ანუ როგორია სინამდვილეში მორიელი - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ანა მზიანი წერს:
☀♏️ მორიელი - ყველაზე ძლიერი, ყველაზე მისტიკური, ყველაზე საშიში, ყველაზე ტრანსფორმაციული ნიშანია, ალბათ ასეთი დახასიათება მილიონჯერ წაგიკითხავთ, მაგრამ, იცით, სინამდვილეში როგორია მორიელი? ვეცდები, დღეს ეს ნიშანი უკეთ გაგაცნოთ. პირადად მე, მიუხედავად უამრავი დაკვირვებისა, მორიელები ბოლომდე ჯერ ვერ ამოვხსენი.
☀♏️ ჩემი დაბადების დღიდან სამ დღეში მზე მორიელში გადადის და მორიელის ზოდიაქო იწყებს გაბატონებას, შეიძლება ამიტომაცაა, რომ ამ ნიშანს მანიტივით ვიზიდავ და უკიდეგანოდ მიყვარდება.
☀♏️ მორიელი წყლის სტიქიის მეორე ნიშანია, მას ცეცხლოვანი მარსი და ტრანსფორმაციული პლუტონის ენერგია მართავს. ანუ მორიელი შეიძლება შევადაროთ ვულკანს, რომლის ამოფრქვევის შემდეგ მხოლოდ ფერფლი რჩება და მხოლოდ მას შეუძლია ამ ფერფლიდან აღდგენა. ეს არის ადამიანი, რომელიც გარეგნულად მშვიდი ჩანს და შინაგანად ბობოქარია, ვინც გულში ინახავს ყველაფერს და ვისაც ოჯახის წევრებიც კი არ იცნობენ ბოლომდე.
☀♏️ მორიელს აქვს უძლიერესი ინტუიცია, ერთს შეხედავს ახალგაცნობილს და თითქოს რენტგენმა გაშიფრა, უკვე იცის, ვინაა მის წინაშე. იშვიათად ტყუვდება, ისიც გააჩნია ადამიანის სხვადასხვა როლის თამაშს, თუმცა, საბოლოოდ, მორიელი ყველას ჩამოხსნის ნიღაბს. ამიტომ, მის გვერდით იშვიათი ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ, მორიელის გვერდით არის ადამიანი (მეგობარი, სასიყვარულო ან საქმიანი პარტნიორი), რომელიც გამოცდილი ჰყავს სხვადასხვა სიტუაციაში. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს სიტუაციები მარტივია, იქნება დრამაც, მისტიკაც, გაწევ-გამოწევაც და განსაკუთრებით ფულში. ეს შემთხვევითი არაა, მორიელი ასტროლოგიაში მართავს მერვე სახლს - სხვისი ფულები.
☀♏️ მორიელი ერთადერთი ნიშანია, რომელიც გამოიძებს ყველა დეტალს, ჩავა ყველა სიღრმეში და მოიპოვებს ყველა ინფორმაციას მისთვის საჭირო თემაზე. მის თვალს არაფერი გამოეპარება. ძალიან მომთხოვნია და პირველ რიგში საკუთარი თავისგან.
☀♏️ მორიელს არ უყვარს სცენაზე ყოფნა, მისთვის კომფორტულ ადგილას ზის და ყველას აკვირდება. თუმცა, მის დაჟინებულ მზერას მისტიკურად იგრძნობთ და ან სიამოვნებით გაგაჟრჟოლებთ, ან შიშით - გააჩნია, რა დამოკიდებულება აქვს თქვენ მიმართ. მორიელი სხვებისთვის იმიტომაა რთული, რომ არ მოტუვდა, არ გაგივიდათ მასთან ერთი ადგილის თამაში. ლაპარაკობს ცოტას და ისეთი ინტონაციით, რომ ადამიანი მონუსხულივით შესცქერის.
☀♏️ მორიელი არის ამაყი, ცივსისხლიანი და ძალაუფლებიანი, თუ რამე მიზნად დაისახა, ყველას და ყველაფერს გადაუვლის. ვერ იტანს სხვებზე დაქვემდებარებას, აი, სხვებზე მბრძანებლობა და სხვების გადამოწმება კი უყვარს; თუ დაბალი განვითარებისაა, შეუძლია თავისი გაფუჭებული საქმე სხვას გადააბრალოს, სხვას შეაწმინდოს ხელები. ცუდი ისაა, რომ მოდუნება არ შეუძლია, უნდობლობის გამო მუდამ დაძაბულია, რომ სხვის გამო თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს. მუდმივი სტრესისა და დაძაბულობის გამო უვითარდება დაავადებები იმ ზონაში, რომელსაც მორიელი მართავს - შარდსასქესო, რეპროდუქციული სისტემა, ინფექციები, ანთებითი პროცესები.
☀♏️ ბავშვობაში მორიელები ხშირად ავადობენ, არ ვიცი დიდი ენერგიის გამო, თუ გარემოსთან ადაპტაციას ვერ ახერხებენ, ან ჯერ ვერ ხვდებიან, როგორ უნდა მართონ საკუთარი თავი, ძალა და ენერგია და თავადვე ზარალდებიან. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ძლიერდებიან და ფიზიკურად გაუტეხელები არიან. ისევე როგორც მორალურად და სულიერად.
☀♏️ მორიელს აქვს მანიპულაციის საოცარი უნარი, თუ ადამიანი დასჭირდა, მას მარიონეტივით გამოიყენებს საკუთარის მისაღწევად, მერე კი მოისვრის. მინახავს ძალიან ლოიალური მორიელებიც, რომელიც გაოცებულია რატომ გაურბის ყველა, ვინც მისი ზოდიაქოს ნიშანს გაიგებს. მე ყოველთვის ვამბობ, მზე ნიშანში არ წყვეტს ყველაფერს, არსებობს მთვარე, ასცენდენტი, სტელიუმი, ოჯახი, გარემო, სადაც ადამიანი იზრდება და ისიც ახდენს პიროვნებაზე გავლენას, მაგრამ მხოლოდ მორიელზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ნიშანია, რომელშიც მზე ყველაზე ძლიერად გამოხატული.
☀♏️ მორიელი ერთგულია, თქვენ რომ დაშორდეთ, მას მაინც თავისად მიაჩნიხართ, მაინც ყურადღებით აკვირდება თქვენს თითოეულ ნაბიჯს და რამე რომ მოხდეს, პირველი გამოჩნდება თქვენ გვერდით ან დასახმარებლად, ან ირონიული ღიმილი რომ დაგანახვოთ. ადამიანი, რომელიც მან საკუთარ გულში შეუშვა, იქ სამუდამოდ რჩება. მინახავს ისეთი მორიელებიც, რომლებმაც პირველი სიყვარული დაკარგეს და პირად ბედნიერებაზე უარი თქვეს. მაგრამ კექსზე უარს არ ამბობენ, ეს მათთვის სპორტივითაა, სადმე ხომ უნდა დახარჯონ ენერგია?. ენერგია კი ულევი აქვთ, არ იღლებიან, არ იციან ეგ რა შეგრძნებაა, როცა სასურველის მისაღწევად იბრძვიან.
☀♏️ მინახავს ძალიან მზაკვარი მორიელებიც, შურისძიების გამო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ იბრძვიან მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. ყველას დაავიწყდა რა თქვეს ან მოხდა, მორიელს კი ახსოვს, გულში განსაკუთრებლი ადგილი აქვს გამოყოფილი შავ სიაში შეყვანილი ადამიანებისთვის და ადრე თუ გვიან ანანებს გაჩენის დღეს.
☀♏️ ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს განვითარების დონეები და არც მორიელია გამორჩეული. თუ მოინდომა, უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს და საუკეთესო იქნება თავის სფეროში, სამხედრო იქნება, ქირურგი, სპორტსმენი, თუ რეჟისორი. სხვების მაგივრადაც შეუძლია იფიქროს, დაგეგმოს, იბრძოლოს და ცოტა მისტიკასაც მიმართოს, ზემონახსენები მერვე სახლი ეზოთერიკასაც მართავს და მორიელი საუკეთესო ამ სფეროშიც. ზოგჯერ მზერითაც კი შეუძლია ადამიანი გაანადგუროს, ხმალივით ალესილ ენასა და წყევლასავით ნათქვამ ფრაზებზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, ხშირად ცეცხლს ეთამაშება, ირჩევს ისეთ პროფესიას, სადაც ადამიანის გადარჩენაზეა მომართული.
☀♏️ ქალი მორიელი მამაკაცზე უფრო ძლიერია, მე მინახავს ქალი მორიელები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გვერდზე გადადეს და ოჯახის წევრების კეთილდღეობისთვის იბრძვიან. მას შეუძლია დარჩეს მარტო, რადგან თვითონ არის ძლიერი და გვერდით სუსტ მამაკაცს ვერ აიტანს. ქალი მორიელისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: ნეტა ბიჭად დავბადებულიყავი.
☀♏️ როგორც დედა მორიელი ცოტა რთულია, მას ვერ მოატყუებ, მან იცის რა ჯობია თავისი შვილისთვის და თუ გადაწყვიტა, რომ მისი შვილი „დოხტური“ უნდა გამოვიდეს, მისი წინააღმდეგობის მიუხედავადაც გააკეთებინებს სასურველს. ცოტა უჭირს სიყვარულის გამოხატვა (ამ ნიშანში ვენერა და მთვარე თავს კარგად ვერ გრძნობენ). ეს ის დედა არაა, ვინც ენის მოჩლექით გელაპარაკება, ეს არის დედა, რომელიც სპარტანელს ზრდის, რომელიც შენთან ერთად წამოვა საქმეების გასარჩევად და ვინც ყველაზე ერთგულ და საიმედო მეგობრობას გაგიწევს ნებისმიერ სფეროში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ტომ ბრედი და კენდის სვეინპული უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან - წყვილმა რომანი დამალა