Digest Logo

წლის ყველაზე მძაფრი წერტილი და ვენერას კარმული გამოცდა: რა ელის 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს კუროს სავსემთვარეობაზე - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

1792955531
ქეთი ოდიშელი

26 ოქტომბერს, კუროს ზოდიაქოში მოსალოდნელი სავსემთვარეობა წლის ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ და დრამატულ წერტილად იქცევა.

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ვრცელ პროგნოზს აქვეყნებს და მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების, ფინანსური სიფრთხილისა და იმ კარმული ცვლილებების შესახებ აფრთხილებს, რომელიც ვენერას ახალ 8-წლიან ციკლს უკავშირდება:

„დიდი გადატვირთვა 💫 ვენერას 8-წლიანი ციკლის პირველი კარმული გამოცდა.

✋ 26 ოქტომბერი, 08:11 სთ (თბილისის დროით) კუროს მე-3 გრადუსი სავსემთვარეობა კუროს ნიშანში. მიმდინარე ასტროლოგიური კონფიგურაცია ამ პერიოდს აქცევს წლის ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ და დრამატულ წერტილად. მთვარე კუროში (სადაც ის ეგზალტირებულია) ოპოზიციაშია მზესთან მორიელში, ხოლო ამ სავსემთვარეობის უმთავრესი მმართველი, რეტროგრადული ვენერა, ახლახან უკუსვლით გადავიდა თავის საკუთარ სამფლობელოში, სასწორის ნიშანში და რთულ ასპექტურ კავშირში შედის მთვარესთან.

🌹 ვენერას (ახალი 8-წლიანი ციკლის) დაბადება. სულ რაღაც ერთი დღით ადრე, 24 ოქტომბერს, შედგა ვენერას ქვედა შეერთება მზესთან (კაზიმი) მოვლენა, რომელმაც სტარტი მისცა ვენერას ახალ 8-წლიან საკრალურ ციკლს. ეს სავსემთვარეობა არის ამ 8-წლიანი სპირალის პირველი ცეცხლოვანი ინიციაცია. ყველაფერი, რაც 2018 წლიდან მოყოლებული გროვდებოდა: ილუზიები პირად ურთიერთობებში, ფინანსური დამოკიდებულებები, კომპრომისები საკუთარ თვითღირებულებასთან .

🫴 კუროს მე-3 გრადუსზე სრული სისავსით ამოანათებს. კოსმოსი გვთხოვს ძველი ვალების, ფორმების და ემოციური შაბლონების საბოლოო დაშლა-ტრანსფოტმაციას.

⚡ ეს სავსემთვარეობა ყალიბდება როგორც გარკვეული ფსიქოლოგიური სარკეების დერეფანი.

✋ მორიელის ნიშანში უკან მავალი მერკური გონებას აიძულებს ამოქექოს ყველაზე ღრმად დამალული წყენები, ეჭვები და დაფარული ჭეშმარიტება. მისი დაძაბული კვადრატურა აგრესიულ მარსთან და მასშტაბირების პლანეტა იუპიტერთან სიტყვებს იარაღად აქცევს. იზრდება ვერბალური აგრესიის, ძალაუფლების გადამეტების, ეგოისტური ამბიციების და საკომუნიკაციო დრამების რისკი. ერთი უადგილო ფრაზა ან სპონტანური შეტყობინება შეიძლება იქცეს დიდი "ხანძრის" მიზეზად.

✋კარმული სიმკაცრისა და ილუზიების მმართველებიც უკუსვლით მოძრაობენ. ეს ნიშნავს, რომ ვერანაირი თავის მოტყუება, „ვარდისფერი სათვალე“ ან პასუხისმგებლობისგან გაქცევა ვეღარ იმუშავებს. სატურნი ითხოვს რეალიზმს, ხოლო ნეპტუნი, ამ შემთხვევაძი ფანტავს ფანტაზიებს.

✋ რეტროგრადული ვენერა სასწორში აშიშვლებს უთანასწორობას ურთიერთობებში. სად გავცემთ ზედმეტს? სად ვკარგავთ საკუთარ თავს სხვისი კომფორტის გამო? ემოციური არასტაბილურობა და შინაგანი სტრესი პიკს აღწევს.

🛑 რას უნდა მოვერიდოთ სავსემთვარეობის დღეებში:

✋ ემოციურ გარჩევებსა და დრამებს: განსაკუთრებით წერილობით, ონლაინ. სიტყვები ახლა ზედმეტად ბასრია, აღქმა კი დამახინჯებული.

✋ მსხვილი ინვესტიციები, ძვირად ღირებული შენაძენები, ახალი სესხებისა და კრედიტების აღება კატეგორიულად უკუნა ჩვენებია.

✋ცხელ გულზე მიღებული დაშორება ან, პირიქით, იმპულსური შერიგება რამდენიმე კვირაში სინანულს მოგიტანთ.

✋ ვენერას რეტროგრადულობა სასწორში შედეგით უკმაყოფილების მაღალ რისკს ქმნის ესთეტიკური მედიცინის სფეროსა და სილამაზის ინდუსტრიაში.

✨ როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია პროდუქტიულად:

🫴 კურო მიწიერი ნიშანია. დამამშვიდებელი აბაზანები, ბუნებასთან კონტაქტი, სუნთქვითი პრაქტიკები და ხარისხიანი ძილი საუკეთესო წამალია ნერვული სისტემისთვის.

🫴დროა გადახედოთ თქვენს ხარჯებს, დახუროთ ძველი ფინანსური ვალდებულებები და გაათავისუფლოთ სივრცე ძველი, გამოუყენებელი ნივთებისგან.

🫴 დაუსვით თავს კითხვა: „რამდენად ვაფასებ საკუთარ თავს და ჩემს რესურსებს?“ ეს პერიოდი გაძლევთ შანსს დააწესოთ ჯანსაღი პირადი საზღვრები.

✨ პლანეტარული ენერგიების ეფექტური გამოყენებისთვის იხილეთ წინა პოსტი.

⭐ ასტროლოგიური პროგნოზი 12 ზოდიაქოს ნიშნისთვის.

♈ ვერძი: ფინანსური და მატერიალური სფერო. ძველი ფინანსური ვალდებულებების დახურვა, შემოსავლების წყაროების გადახედვა. დროა გააცნობიეროთ თქვენი მატერიალური თვითკმარობა.

♉ კურო: სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია! ცვლილებები შეეხება ნებისმიერ სფეროს, დაწყებული იმიჯით, დამთავრებული პირადი იდენტობითა და ურთიერთობებით. ძველი „მე“-ს დასრულება და ახალი პიროვნული ეტაპის დასაწყისი.

♊ ტყუპები: საიდუმლოებების გახსნა, ფარულის გამჟღავნება. გათავისუფლება შინაგანი იზოლაციისა და ქვეცნობიერი შიშებისგან. დრო დაუთმეთ მარტოობას, მედიტაციას და მენტალურ დასვენებას.

♋ კირჩხიბი: მეგობრების წრე, სოციალური გარემო და ონლაინ სივრცე. ძველი კავშირების გადაფასება. გარკვეული სოციალური პროექტების დასრულება და იმ ადამიანების გამოკვეთა, ვინც რეალურად თქვენს გვერდით დგას!

♌ ლომი: კარიერა, პროფესიული სტატუსი და მიზნები. დიდი ხნის შრომის შედეგების დანახვა. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი მიმართულება ან ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. დაიცავით ბალანსი სახლსა და საქმეს შორის.

♍ ქალწული: მსოფლმხედველობა, საგანმანათლებლო საკითხები და იურიდიული თემები. შედეგები დაიდება იმ საკითხებში, რაზედაც წარსულში მუშაობდით. მოერიდეთ სპონტანურ შორეულ მგზავრობებს, გადაამოწმეთ დოკუმენტები.

♎ სასწორი: თქვენი მმართველი ვენერა თქვენსავე ნიშანშია რეტროგრადული. ყურადღების ცენტრშია კრედიტები, საერთო ფინანსები და მსხვილი მატერიალური საკითხები. ასევე აქტუალური ხდება ღრმა ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია და ორსულობის თემები.

♏ მორიელი: პარტნიორული ურთიერთობების ღერძი აქტიურდება (როგორც პირადში, ისე საქმიან სფეროში). სავსემთვარეობა თქვენს პირდაპირაა. კრიტიკული მომენტი: ან ურთიერთობა გადადის ახალ, უფრო ღრმა დონეზე, ან იხურება ძველი, ილუზიური, ამოწურული კავშირები. მოერიდეთ აგრესიას.

♐ მშვილდოსანი: ჯანმრთელობა, ყოველდღიური რუტინა და სამუშაო გარემო. დროა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და დამღლელი ყოფითი პრობლემებისგან. ყურადღება მიაქციეთ იმუნიტეტს და ენერგობალანსს.

♑ თხის რქა: სიყვარული, რომანტიკა, შემოქმედება და შვილებთან დაკავშირებული საკითხები. იხსნება ძველი ემოციური ბლოკები. შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება, თუმცა პირადში საჭიროა სიფრთხილე და ილუზიებისგან დაცლა.

♒ მერწყული: სახლი, ოჯახი, ფესვები და უძრავი ქონება. საოჯახო საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროა. ძველი საოჯახო კონფლიქტების საბოლოო მოგვარება ან საცხოვრებელი სივრცის ენერგეტიკული წმენდა.

♓ თევზები: კომუნიკაცია, საინფორმაციო ველი, ახლო წრე და გადაადგილება. აქტუალურია ძველი სასწავლო კურსების დასრულება და საბუთების მოწესრიგება. შესაძლოა გადაწყდეს ავტომობილთან ან ტექნიკასთან დაკავშირებული ძველი საკითხი.

🌕 სავსემთვარეობის ენერგია ყოველთვის გაძლევთ იმას, რისთვისაც შინაგანად მზად ხართ. მიიღეთ ცვლილებები გაცნობიერებით და სიმშვიდით“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ Victoria's Secret-ის ანგელოზებს შორის დაპირისპირებაა: „მოღალატეებთან არ ვმეგობრობ“ - ჯოან სმოლსის წაშლილი კომენტარი კენდის სვეინპულზე ვირუსულად ვრცელდება

⭕ ტომ ბრედი და კენდის სვეინპული უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან - წყვილმა რომანი დამალა

⭕10 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ - ფსიქოლოგების მთავარი გაფრთხილება მშობლებს

✕