Digest Logo

„მატრიცა არსებობს, დედამიწაზე „დიდი ომი” ახლოვდება, რომელმაც სულების ტყვეობა სისტემაში უნდა დაამთავროს“ - ხატია ბედოშვილი

1793031863
ხატია ბედოშვილი

ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.

იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ღმერთის მოწყალება უპირობოა და ის შენგან ფასს არ ითხოვს, მხოლოდ რწმენას:

„✨ ის, რასაც მივხვდი:

• ჩვენ მრავალ რეინკარნაციას გავდივართ.

• ყველა ადამიანის სულს აქვს კონკრეტული მისია, დანიშნულება და კარმა.

• პლანეტები ქმნიან კონკრეტულ ენერგიას, რომელიც ქმნის ამინდს სამყაროში, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მის კარმასთან და ენერგიის თავსებადობასთან მიმართებაში.

• ნებისმიერი მოვლენა სამართლიანია და გაიძულებს შენს გზაზე იარო.

• ჩვენ დავიბადეთ განვითარებისთვის და არა ფულის, ძალაუფლების, ან სტატუსების დევნა-მოხვეჭისთვის.

• როდესაც ერთი ადამიანი დანარჩენებისგან მორჩილებას ითხოვს, მორჩილიც მკრეხელობს და ბატონიც.

• ასკეზა, ვაჭრობა და კონტრაქტი ეშმაკის მოგონილია. ღმერთის მოწყალება უპირობოა და ის შენგან ფასს არ ითხოვს, მხოლოდ რწმენას.

• მატრიცა არსებობს და სულები გაჭედილები, დაკარგულები არიან, რადგან წაართვეს უძველესი ცოდნა, რომლითაც შეიძლება გზის გაკვალვა.

• დედამიწაზე „დიდი ომი” ახლოვდება, რომელმაც უნდა დაამთავროს სულების ტყვეობა სისტემაში.

• განათლება პიროვნული ცვლილებისთვის გჭირდება და არა ფულის საშოვნელად.

• შური და სხვებთან შეჯიბრი უგუნურებაა.

• ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა.

• ეს ინფორმაცია უმეტესობისთვის სისულელეა.

🌟ასტროლოგია ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც არაზუსტმა ხალხმა შელახა და რეპუტაცია გაუნადგურა“, - წერს ხატია ბედოშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უფლის წყალობით გადავრჩით!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ბექაური

🎥 ინსულტით დაღუპული დედა, დის გარდაცვალება, საწოლს მიჯაჭვული სიძე და სსმ დისშვილი - ანი გიუნტერი პირად ტრაგედიაზე

🎥 „3 მეტრიანი გიგანტი, ერთმანეთს მენტალურად ვესაუბრებოდით, ხმა არ იყო“ - მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებთან შეხვედრას იხსენებს

✕