ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ოქტომბერში, ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გუნდური შეჯიბრის დროს მუხლის არეში ტრავმა მიიღო.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ოპერაციას გადაურჩა და 3 თვეში შეძლებს სპორტში დაბრუნებას:
„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!
3 თვეში შევძლებ დაბრუნებას!
მადლობა სრულიად საქართველოს გვერდში დგომისთვის!
თქვენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერია! მიყვარხართ!“, - წერს ლაშა ბექაური.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფეხის ძლიერი ტკივილისა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაინც გააგრძელა ასპარეზობა, ფრანგ მეტოქესთან (ალექსა მიტროვიჩთან) ორი შეხვედრა მოიგო და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი შეუნარჩუნა.
ბრძოლის შემდეგ ბექაურმა განაცხადა: „სულ რომ ფეხი არ მქონოდა, მაინც მოვიგებდი“.
ასევე დაგაინტერესებთ: