Digest Logo

„არც ქორწინებას ვაფორმებთ, არც ხელშეკრულებებს, არც ქირურგიულ ჩარევას ვახორციელებთ“ - ხათუნა ნოელი მზის დაბნელებაზე

1771270820
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მზის რკალისებურ დაბნელებაზე საუბრობს:

„მზის რკალისებრი დაბნელება მერწყულის ბოლო გრადუსზე.

არაფერი საშიში და საგანგაშო.

რა თქმა უნდა, ვიცავთ იმ წესებს, რომელიც ნებისმიერ დაბნელების დერეფანს ეხება - არ ვიწყებთ არაფერს ახალს და მნიშვნელოვანს, არც ახალ სამსახურს, (რაც არ უნდა გადასარევად გვეჩვენებოდეს), არც ქორწინებას ვაფორმებთ, არც ხელშეკრულებებს, არც ქირურგიულ ჩარევას ვახორციელებთ და არც უძრავ ქონებას ვკიდებთ ხელს.

რას ვაკეთებთ?

ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში და მომავალ ცვლილებებს ვგეგმავთ. ცვლილებები კი აუცილებლად იქნება. ზოგი ძალიან მოულოდნელიც კი, რადგან დაბნელების გრადუსს მოულოდნელობის და ცვლილებების პლანეტა ურანთან აქვს დაძაბული ასპექტი.

ვის შეეხება?

მერწყულებს, ლომებს, მორიელებს და კუროებს- ცხოვრებას გაგვირთულებს. კარგი იქნება სასწორის და ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებისათვის. დანარჩენებისთვის- ნეიტრალური.

ზოგადად რა ხდება მსოფლიოში?

ძვრები. ასევე ცუდ ამბებსაც მოვისმენთ, მაგრამ ნათქვამია - ვისთვის ცუდი და ვისთვის კარგიო. ჰოდა, დაინახავთ, ვის მიაკითხავს ცელიანი კაცი. მზის დაბნელება ხილული იქნება სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ატლანტის ოკეანეში. საქართველოში რუსეთში არ იქნება ხილული. ანუ, ამ ბოლო ქვეყნებზე ნაკლებად იმოქმედებს.

კარგი ამბები ცოტაა, სამაგიეროდ საფუძვლიანად კარგისკენ რომ მიდის მას მერე ყველაფერი, ისეთი.  
მოკლედ, სულ ეს იყო“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„უნდა გტკიოდეს, უნდა ლოცულობდე მისთვის, უნდა დაუშვა, რომ შენ რაღაცა არ გააკეთე“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

5 მითი მერწყულის ნიშანზე - „უცნაური და დამოუკიდებელია, არ ეწყობა სხვის წესებს“

„ხელსაყრელია პაემანი, შეხვედრები, ქორწილი, მოგზაურობა, მკურნალობის, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 17 თებერვლის პროგნოზი თამო შავლიაშვილისგან