„ის, რასაც ვარსკვლავები გვეუბნებიან, ნიშნავს იმას რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტად დაუპირისპირდება მსოფლიო და კიდევ უფრო მეტ სანქციებს მიიღებენ. იუპიტერის სფერო არის ყველა საერთაშორისო დიპლომატიური და ასევე სამართლებრივი პროცესები, რომელიც ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში იქნება და საფუძველს ჩაუყრის მომავალი წლების პროგრამას“, - ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში შექმნილ დახურულ ჯგუფში „ასტროზონა“ წერს და კვირის მთავარ მოვლენებს მიმოიხილავს.
„არის ხოლმე, პერიოდები ცაზე ერთი ახალი არაფერიც არ ხდება, ზოგჯერ კი იმდენი მნიშვნელოვანი ასპექტი იყრის თავს, რომ აღარ იცი საიდან დაიწყო.
ასეთი მოვლენებით გადახუნძლული გვექნება მომდევნო კვირა.
ორშაბათს, 11 აპრილს მერკური ტოვებს ვერძის ზოდიაქოს და გადადის კუროს ნიშანში, სადაც ამ თვის 30 რიცხვის ჩათვლით იმოძრავებს.. ეს ინგრესია ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გონებრივ და სამუშაო ატმოსფეროზე.
აზროვნება ხდება უფრო პრაქტიკული და კონკრეტული, ჩვენი ფიქრები მიმართულია არა რაღაც ზოგად თემებზე, არამედ იმისკენ, თუ რისი გაკეთებაც ახლა, ამ მოცემულ მომენტში არის აუცილებელი და საჭირო. ამავდროულად, ადამიანები თავისი მოსაზრებების გამოხატვაში ძალზე თავშეკავებული იქნებიან. ამჯობინებენ რაიმე თქვან მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლომდე იქნება დარწმუნებული, რასაც ამბობენ.
სიდინჯე და დაკვირვებულობა - აი, რა გამოარჩევს მერკური კუროს..
ამ თვისების წყალობით, დიდია ალბათობა, რომ გრძნობებს ზედმეტად არ ავყვებით, სარისკო ქმედებებისაგან თავს შევიკავებთ და გონების კარნახსაც მოვუსმენთ, შესაბამისად სანანებელიც არაფერი გვექნება....კიდევ ერთი დიდი პლუსი ამ პერიოდისა ისაა, რომ ადამიანები ნაკლებ კონფლიქტურები ხდებიან..
რა თქმა უნდა, ეს ტრანზიტი ძალზე წაადგებათ მზით კუროებს და მათ, ვისაც მერკური ამ ნიშანში ჰყავს. დადებით ზეგავლენას იგრძნობენ ასევე ქალწულებიც და თხის რქებიც. ასევე წყლის სტიქიის წარმომადგენლებიც
15 აპრილს მარსი მერწყულიდან თევზების ზოდიაქოში გადავა, ეს მისი ერთ-ერთი რთული მდებარეობაა, რაც საკმაოდ მძიმე პერიოდის დადგომაზე მიუთითებს.იმატებს ფარული მტრების, ინტრიგების რაოდენობა და ენერგიის ნაკლებობის პერიოდი დგება. ქვეცნობიერი, ფარული სურვილები უფრო მეტად ვლინდება.
ომის პლანეტა მარსი თევზებში - ეს უფრო პარტიზანული ომებია ვიდრე ღია, პირდაპირი აგრესია და ვფიქრობ, უკრაინაში ბრძოლა სწორედ ასეთ ფაზაში გადავა. მარსი 25 მაისამდე დაყოფს თევზებში, ამის მერე ის ვერძში გადადის და თუ იქამდე ზავის დადება არ მოხერხდა, შესაძლოა ახალი ძალით შეტევაზე გადასვლის აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში, რადგან მას იქ უკვე იუპიტერი დაუხვდება და ექსპანსიას გააძლიერებს.
15 რიცხვში ასევე ლილიტიც იცვლის ტერიტორიას, ტყუპების ნიშანს დატოვებს და კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა. ის აქ მთელი 9 თვე დარჩება. კირჩხიბის ლილიტი დარტყმის ქვეშ აყენებს ისეთ ცნებებს, როგორიცაა პატრიოტიზმი, სამშობლოს აღქმა, მიწა-წყალი, ოჯახური სიმყუდროვე, ადაპტაციის უნარი და ასე შემდეგ. ალბათ ჯობია ერთ-ერთ მომდევნო ჯერზე ამ ტრანზიტზე უფრო ფართოდ და გაშლით ვისაუბროთ ახლა კი კიდევ ერთ საკვანძო ასპექტზე გადავალ.
მხოლოდ ამ კვირის კი არა, ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება თამამად ჩაითვალოს ნეპტუნის და იუპიტერის შეერთება თევზებში, რომელიც იმდენად იშვიათი რამაა, რომ ბოლოს 1856 წელს ჰქონდა ადგილი.
მომდევნო ასეთი შეერთება თევზების ნიშანში 154 წლის შემდეგ იქნება.
აქ ორივე პლანეტა ძალიან ძლიერია ( თევზები ნეტუნისთვისაც და იუპიტერისთვისაც მმართველობის ნიშნად ითვლება). ამიტომ ამ ასტრონომიულ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ჰოდა, ეს ციკლი ამოწურვაზე დგას. ვფიქრობ, რუსეთს მალე ხელახლა შეეზღუდება შავ ზღვაში ფლოტის ყოლა და ამასთან ერთად ბევრი სხვა რამეც... 154 წლიანი დიდი ციკლის პარალელურად, იუპიტერისა და ნეპტუნის მცირე ციკლებიც არსებობს, რადგან ისინი ყოველ 12 წელიწადშიც აკეთებენ შეერთებებს ოღონდ სხვადასხვა ზოდიაქოებში. ანუ მათი მომდევნო შეერთება გვექნება 2034 წელს, ოღონდ არა თევზებში არამედ მის შემდგომ ნიშანში, ვერძში. ეს ინფორმაცია ჩვენთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ რაც ახლა, აპრილის თვეში განვიტარდება, იმ მოვლენებს მთელი 12 წლიანი ფონი ექნებათ, თუ სრული 154-იანი არა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლოს ისინი ასეთ შეერთებაში 1856 წელს იდგნენ. სწორედ მაშინ, 30 მარტს, ხელი მოეწერა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რითაც დამთავრდა ყირიმის (!) ომი. ამ სამშვიდობო ხელშეკრულებამ მთლიანად შეცვალა საერთაშორისო ვითარება ევროპაში.
ამის მერე საკმაოდ მალევე რუსეთმა მიაღწია შავ ზღვაში მისთვის საზღვაო ძალების ყოლის აკრძალვის მოხსნას, რასაც მან მაშინ ვერ მიაღწია ეს იყო კუნძულ '' ზმეინის'' მისაკუთრება. (დიახ, არ მოგესმათ, ეს ის კუნძულია, რომელიც დამცველმა უკრაინულმა შენაერთმა ორიოდე დღის უკან პუტინი რომ ნახ@იზე გაუშვა!) რაც მთავარია ეს ასპექტი იძლევა ზავის დადების შესაძლებლობას.
როგორც უკვე გითხარით, მისი ზუსტი შეერთება ანუ პიკი უწევს 12 აპრილს, თუმცა ის კიდევ დიდი ხანი რჩება ძალაში და საბოლოოდ თავს მხოლოდ მაისის ბოლოს -28რიცხვში ამოწურავს. ანუ ზავის შესაძლებლობა ამ კვირაში ძალზე მაღალია, მერეც ნარჩუნდება, თუმცა სულ უფრო და უფრო მცირე შანსები იქნება ამ ეტაპზე ომის დასრულების. მით უმეტეს , როგორც უკვე გითხარით, მაისის ბოლოს ვერძის ნიშანში მარსისა და იუპიტერის შეერთება გველის.
საინტერესო დამთხვევაა ალბათ ისიც, რომ ეს შეერთება თევზების 24 -ე გრადუსზე ხდება.
რატომ? იმიტომ, რომ თუ ჩვენ რუსეთის ასტროლოგიურ რუკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ ნეპტუნი მერწყულის 24- გრადუსზე ხვდება სწორად. ანუ სადაც მარსი და სატუნი შეერთდნენ. ასევე 24-ე გრადუსზე, ქალწულში დგას მათი რუკის სატურნი. გამოდის რომ ნეპტუნისა და იუპიტერის შეერთება მათ სატურნს ჩაუდგება ოპოზიციაში.
ადამიანურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ ის, რასაც ვარსკვლავები გვეუბნებიან, ნიშნავს იმას რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტად დაუპირისპირდება მსოფლიო და კიდევ უფრო მეტ სანქციებს მიიღებენ. იუპიტერის სფერო არის ყველა საერთაშორისო დიპლომატიური და ასევე სამართლებრივი პროცესები, რომელიც ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში იქნება და საფუძველს ჩაუყრის მომავალი წლების პროგრამას. ეს იმედს მაძლევს, რომ ძალიან მალე პუტინის დანაშაულებრივ ქმედებებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება.
იგივე 24-ე გრადუსი ფიგურირებს აშშ-ს, ბრიტანეთის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რუკებში. ამიტომ ეს სუბიექტები აქტიურად იქნებიან მიმდინარე ამბებში ჩართული.
ვიცი, დაგაინტერესებთ და აქვე ვიტყვი - საქართველოს ასტროლოგიურ რუკაში ეს გრადუსი გააქტიურებული არაა.
აი, ასეთი გახლავთ ამ კვირის უმთავრესი ასტროლოგიური მოვლენების ნაწილი.
მე აქ არ ვისაუბრე სავსემთვარეობაზე, მასზე ცალკე მოგახსენებთ“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇