სოციალური ქსელის მომხმარებელი ლარისა ბუბელო ფეისბუკზე ბერლინში გადამხდარ ისტორიაზე წერს. ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილს რუსული ასოებით ეწერა „ჩვენებს არ ვტოვებთ, მე არ მრცხვენია, მე რუსი ვარ“. ამის დანახვაზე ნახეთ, რა მოიმოქმედა ლარისა ბუბელომ.
„ვდგავარ ბერლინში ტროტუარზე და ვაკვირდები როგორ მიახლოვდება პოლიციელი.
- ეს მანქანა აქედან უნდა მოაცილოთ! მეუბნება მკაცრად.
- და რატომ? მგონი ის არავის უშლის ხელს -ვპასუხობ.
პოლიციელი გადმოვიდა მოტოციკლიდან, უსიტყვოდ ამოიღო ქვითარი და დაიწყო შევსება. გამომიწერა ჯარიმა 100€. გამარჯვებული სახით თვალი თვალში გამიყარა და საქარე მინის საწმენდში ჩაამაგრა...
- ბოროტი! - წამოვიძახე.
პოლიციელმა მოხია კიდევ ერთი 100€-იანი ქვითარი და პირველის გვერდით ჩააცურა, იგივე მოქმედება გაიმეორა, როცა მას ფაშისტი ვუწოდე...
15 წუთში კი, როცა უკვე ქვითრები დაუმთავრდა და საქარე მინა სავსე იყო ერთმანეთის მიყოლებით ჩაწიკწიკებული 100 -ევროიანი ჯარიმებით, დაჯდა მოტოციკლზე და წავიდა.
მისთვის სულ ერთი იყო. მე მხრები ჩამოვუშვი, მოვტრიალდი და წამოვედი...
ჩემთვისაც სულ ერთი იყო, ეს ხომ ჩემი მანქანა არ ყოფილა... ფეხებზე არ მკიდია, ვიღაც მოსკოველი ფაშისტის გადასახდელი ჯარიმები?“, - წერს ლარისა ბუბელო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება