Digest Logo

„აცოცხლებს მივიწყებულ ტკივილს...“ - მთვარე მორიელში: რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

1789332217
რამაზ გიგაური

„მთვარე მორიელში: ემოციური სიღრმე და პიროვნული ტრანსფორმაცია. ტრანზიტის პერიოდი: 14 სექტემბერი (10:43) - 16 სექტემბერი (20:40)“, - აღნიშნულის შესახებ ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური აქვეყნებს:

„☝️ მთვარის მორიელში ინგრესია ჩვენი ფსიქიკის ყველაზე ღრმა შრეებში ჩასვლას უკავშირდება. ეს ჰგავს სრულ სიბნელეში სარდაფში ჩასვლას და იქ შუქის ანთებას. ამ ორდღიან მონაკვეთში ემოციური ფონი უკიდურესად მძიმდება და ინტენსიური ხდება. ასტროლოგიურად მორიელში მთვარე თავის „დაცემულ“ პოზიციაში იმყოფება.

როდესაც პლანეტა „დაცემულ“ ნიშანშია, ეს სიმბოლურად მეფის ტახტიდან ჩამოგდებას წააგავს. ამ დროს პლანეტა თავის ასტროლოგიურ ღირსებებს კარგავს და არასრულფასოვნების კომპლექსს იძენს. ეს პოზიცია ფსკერზე ყოფნას ნიშნავს, რაც დამშვიდების საშუალებას არასდროს იძლევა. მთვარე - ეს არის ემოცია, ქვეცნობიერი, და როცა ის მორიელშია, ადამიანები ემოციურად დაძაბულები არიან და ვერაფრით ახერხებენ დამშვიდებასა და განმუხტვას. ეს ჰგავს მეხის გავარდნის წინარე პერიოდს, როდესაც ჰაერი თითქოს შეკუმშული და უკიდურესად დამუხტულია. ბუნებრივია, ამ დროს ქმედებებიც რადიკალური ხდება, რადგან ადამიანებს საკუთარ ჩრდილთან უწევთ შეჯახება. ეს კი ძალიან მტკივნეული და შემაშინებელია. შიში თავის მხრივ წარმოშობს კონტროლის გადაჭარბებულ სურვილსა და აგრესიას, რაც ურთიერთობებს და საერთო მდგომარეობას მეტისმეტად ართულებს.

🛑ამ ტრანზიტის მთავარი დეტალები:

👁️ ქვეცნობიერის გააქტიურება: ჩვენი მგრძნობიარობა პიკს აღწევს, ხოლო ინტუიცია ძალიან ძლიერად ვლინდება. ამ დღეებში სიყალბისა და ფარული მოტივების შემჩნევა გაცილებით იოლია, რადგან ფსიქიკა რადარის თვისებებს იძენს. უფრო მეტიც, ის ინფორმაცია, რაც ჩვენი მხედველობის მიღმა რჩებოდა, მოულოდნელად ნათელი და გასაგები ხდება. ამ დროს ვხვდებით იმას, რასაც ადრე ვერ ვხვდებოდით და ვერ ვამჩნევდით.

🕰️ წარსულთან შეჯახება: მორიელის ენერგია ხშირად აცოცხლებს მივიწყებულ ტკივილს, გაურკვევლობასა და ეჭვიანობას. ეს არის მოურჩენელი ტკივილის „გაცოცხლება“. გარდა ამისა, მოსალოდნელია ძველმა პრობლემებმა თავი წამოყონ. შინაგანი წინააღმდეგობები მწვავდება, თუმცა ეს ყველაფერი არა დანგრევას, არამედ ძველი ნეგატივისგან საბოლოო გათავისუფლებას ემსახურება. თუ ფსიქიკურად მყარები ვიქნებით და შევძლებთ იმისგან გათავისუფლებას, რაც რეალურად „მკვდარია და გაიხრწნა“, მაშინ უდიდეს ემოციურ შვებას ვიგრძნობთ.

🌿 ძირეული გარდაქმნა-ტრანსფორმაცია: მორიელის არქეტიპი ფენიქსის სიმბოლიკას უკავშირდება (საკუთარი თავის დაწვასა და ფერფლიდან აღდგომას). ეს საუკეთესო დროა ტოქსიკური ურთიერთობების, დამანგრეველი ჩვევებისა და იმ შიშების უკან მოსატოვებლად, რომლებიც განვითარებაში ხელს გვიშლის. „მოკვდი, რათა ახლიდან დაიბადო“ - ეს სიტყვები ამ ორდღიანი პერიოდის დევიზადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ.

💡როგორ გავიაროთ ეს პერიოდი?

ამ დღეებში ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი ემოციების ჩახშობა და საკუთარ ჩრდილთან ბრძოლაა. მიეცით ემოციებს გამოვლენის საშუალება. გარშემომყოფებთან საქმის გარკვევას, ჯობს, დრო საკუთარ თავთან დიალოგს, ფსიქოლოგიურ პრაქტიკებსა და მედიტაციას დაუთმოთ. ეს კარგი დროა ფსიქოთერაპიისთვის, ასკეზასთვის, სულიერი განწმენდისთვის და ფიზიკური დეტოქსისთვის. მორიელში მთვარის მოძრაობა იოლი არასდროს არის, მაგრამ ის ჩვენი პიროვნული ზრდისა და განახლებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

🔑და ბოლოს, თუ გინდათ, ეს დღეები უშეცდომოდ გაიაროთ, საკუთარი თავის დამკვირვებელი გახდით.

🎬 ამ პერიოდის არტ-თერაპია: ფილმი „გაანალიზე ეს“ (1999 წ. რეჟისორი: ჰაროლდ რემისი. მთავარ როლებში: რობერტ დე ნირო და ბილი კრისტალი)“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ექიმმა მეუღლეს უთხრა რომ ორსულობა უნდა შემეწყვიტა...ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩვენი ოჯახის გაწყვეტის“ - ეკა კუპატაძე პირად ცხოვრებაზე

🎥 „გიგას სასიკვდილო დარტყმამდე, წუთნახევრით ადრე ესაუბრე... ქუჩაში მიტოვებული შვილები ჰყავდათ და არ აინტერესებდათ სად იყვნენ ისინი...“ - ეკა კუპატაძე

🎥 „ძალიან ბედნიერი იყო გიგასთან შეხვედრის შემდეგ... ჩემ შვილში დაინახა სადისტი და მოძალადე?“ - რას ჰყვება ეკა კუპატაზე