Digest Logo

„აუცილებლად მოგიწევთ სიმართლესთან თვალის გასწორება...“ - ტურბულენტური თებერვალი, ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

1737796356
სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სტუმრად გადაცემაში „შენი დილა“ იმყოფებოდა, სადაც თებერვლის ტურბულენტურ პერიოდზე ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა:

♈ვერძი

მმართველი პლანეტა, მარსი არის ოპოზიციაში, შესაბამისად არც თუ ისე კარგი პერიოდია. გირჩევთ მოუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა გქონდეთ ემოციური და ფიზიკური დატვირთვა. ეს თვე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ იმაზე, რაში ხარჯავთ ენერგიას. შეიცვლით ცხოვრების წესს. გირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებას.

კურო

თებერვალი დააყენებს მკვეთრად საკითხს, რომელიც პროფესიულ ცვლილებას უკავშირდება.  ხვდებით, რომ იმ გარემოში, რომელშიც იმყოფებით არაკომფორტულად ხართ. უახლოესი ნახევარი წელი იქნება ამ კუთხით რისკი. შესაძლოა ეს იყოს ასევე დაკავშირებული უცხოეთთან და გადაცხოვრებასთან.

♊ტყუპები

მნიშვნელოვანია მომდევნო კვირა და გეხსნებათ ფანჯარა, რომელიც უკავშირდება უცხოეთსა და სწავლას. გაბედეთ არ შეგეშინდეთ აუცილებლად გამოგივათ. ასევე შესაძლოა დადგეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ბიუროკრატიასა და საბუთებს. არ გაექცეთ საუბრებს. შესაძლოა კონკურენციის წინაშე აღმოჩნდეთ. იყავით თამამი დას უკან არ დაიხიოთ.

♋კირჩხიბი

საკვანძო საკითხია ყველაფერი, რაც პარტნიორს უკავშირდება, როგორც საქმიანს ასევე სასიყვარულოს. საბოლოო ფინალიზაცია მოხდება ურთიერთობების. შესაძლოა მეტად გაითვალისწინოთ პარტნიორები ან ცხოვრების წესი შეიცვალოთ. ზოგიერთის შემთხვევაში არის კარგი ჰორიზონტები და ფინანსური გაერთიანებები. იყავით მიუკერძოებლები. 

♌ლომი

თებერვალში დგება საკითხი ტყუილსა და მართალს შორის. თუ კი პირად ურთიერთობებში თავს იტყუებთ და ეგოს იკმაყოფილებთ, აღარ გამოგივათ. აუცილებლად მოგიწევთ სიმართლესთან თვალის გასწორება. ძირითადად ეხება პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებს. გაიგებთ ბევრ ინფორმაციას, რომელიც გამოგაფხიზლებთ. შესაძლოა დაიწყოთ ახალი ურთიერთობები ან განვითარდეთ კარიერულად.

♍ქალწული

მნიშვნელოვანია არ შეგეშინდეთ  და გადადგათ ნაბიჯი ახალო პროფესიისა და სამუშაო ადგილისკენ. რაღაც თქვენთვის ახალია. კარგი იქნება თუ არ შეგეშინდებათ, რადგან არ იქნება გარანტიები. იქნება მხოლოდ შესაძლებლობები. მნიშვნელოვანი შემოსავლების წინაშე აღმოჩნდებით და აუცილებელია იყოთ გულწრფელი და მართალი. ეს ყველაფერი პირად ურთიერთობებსაც ეხება.

♎სასწორი

იანვრის ბოლოს გააკეთებთ პრინციპულ არჩევანს, რომელიც ურთიერთობებს უკავშირდება. ასევე შესაძლოა შეიცვალოთ იმიჯი და წამოიწყოთ რემონტი. გირჩევთ გრძელვადიანი და კაპიტალური არაფერი წამოიწყოთ. ყურადღებით მოეკიდეთ ფინანსურ ოპერაციებს და მოერიდეთ მსხვილ შენაძენებს. გირჩევთ ურთიერთობაში რაღაცის დამტკიცების მიზნით შურისმაძიებლურ ქმედებებს მოერიდოთ.

♏მორიელი

მნიშვნელოვანია მომდევნო კვირა. თქვენი მმართველი პლანეტა, პლუტონი ახალ მთვარეობაში იღებს მონაწილეობას, შესაბამისად ტონს მისცემს ეს ყველაფერი 2025 წელს. აუცილებელია იყოთ გულწრფელი და პასუხისმგებლობა აიღოთ, გაუსწორეთ სიმართლეს თვალი. ეხება ბიზნესს, ფულს, მეგობრებს და კოლექტივს. გაფილტრავთ გარემოცვასაც. გაქვთ შანსი გააუმჯობესოთ ურთიერთობა მოკავშირეებთან და ქვეშევრდომებთან.

♐მშვილდოსანი

თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი დაიწყებს დირექტიულ მდგომარეობაში გადასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი საკითხი, რომლებიც შენელდა მოქმედებას დაიწყებს. ასევე თებერვალი იქნება გამორჩეული მოკლევადიანი მოგზაურობით. შესაძლოა დაიწყოთ ემოციური რომანი. მომდევნო კვირიდან ცვლილებებს იგრძნობთ.

♑თხის რქა

მოიტანს მნიშვნელოვან საკითხებში დაბრუნების აუცილებლობას, რომელიც ფინანსებსა და საერთო ქონებას უკავშირდება. შესაძლოა განიხილოთ პერსპექტივები, რომლებიც ადრე კრახით დასრულდა. არ შეგეშინდეთ რაიმე ახლის დაწყების.

♒მერწყული

მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება თქვენთან. მთელი რიგი ენერგიები იყრის თავს თქვენში. გირჩევთ ბევრი ისაუბროთ საკუთარ თავთან, გააცნობიეროთ და გააანალიზოთ მნიშვნელოვანი თემები. შესაძლოა მოგიწიოთ კომპრომისები და დათმობაზე წასვლა. საბოლოო ჯამში ცვლილებები თქვენთვის წარმატებულად დამთავრდება. მიხვდებით, რომ იშორებთ პასუხისმგებლობებს და ადამიანებს, რომლებიც გასაშვებია.

♓თევზები

დგას საკითხი გულწრფელობის როგორც საკუთარ თავთან, ისე მეგობრებთან. ეგუებით არაკომფორტულ რეალობას. იცით რაშიც ცხოვრობთ და მოგიწევთ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი. გადალახეთ შიშები. რაც არ გაგიკეთებიათ აქამდე, ახლა გაქვთ შანსი გააკეთოთ. თქვენს სიმამაცეზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მათ შორის ბედნიერება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ მე სიცოცხლეს და ცხოვრებას ვუწოდებ იმას, რასაც ვხედავ...“ - მამა თეოდორე გიგნაძის საინტერესო ქადაგება

⭕ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის ეს შაბათ-კვირა იღბლიანი იქნება

⭕ლუის ენრიკე - „ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ დებიუტისთვის მზადაა“