
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შიშების, პრობლემების და ვალებისგან გასათავისუფლებელ პრაქტიკაზე საუბრობს:
„სექტემბერი არის განულების, დასრულების, შეჯამების პერიოდი.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ სექტემბერში? - ნებისმიერ დღეს, უნდა ავიღოთ ფურცელი, კალამი და ჩამოვწეროთ ყველაფერი ის, რაც გვინდა დასრულდეს, განულდეს და აღარ იყოს ჩვენს ცხოვრებაში.
აქ საუბარია შიშებზე, პრობლემებზე, ვალებზე, ადამიანებზე - ყველაფერი რაც გაწუხებთ.
გაიტანეთ ეს ფურცელი გარეთ, დაწვით და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ვტოვებ სექტემბრის სირთულეებს, ვათავისუფლებ ჩემს გულსა და გონებას. ეს ყველაფერი აღარ ეკუთვნის ჩემს მომავალს. ვუშვებ და ვთავისუფლდები“.
ფერფლი კი მიმოფანტეთ“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიმართლე გეძებს, არა გარედან, არამედ შენს თავში...“ - 25 სექტემბრის დღის ენერგიები