
ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში ასტროლოგიური შინაარსის მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტებს შორის დაძაბული ასპექტებზე საუბრობს.
მისი თქმით, ხისტი ასპექტები ჩვენში ქმნიან შინაგან დისკომფორტს და უკმაყოფილებას, რომელიც გვიბიძგებს ვეძებოთ გამოსავალი, შევეჭიდოთ გამოწვევებს. სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავება გვაძლევს ზრდის, განვითარების და საკუთარი უნარების გაღრმავების შესაძლებლობას:
„მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენს პირად რუკაში, რაც გვაძლევს მოტივაციას, გვაიძულებს ვიმოქმედოთ და დავძლიოთ წინააღმდეგობები - პლანეტებს შორის დაძაბული ასპექტებია - კვადრატები და ოპოზიციები. ხისტი ასპექტები ჩვენში ქმნიან შინაგან დისკომფორტს და უკმაყოფილებას, რომელიც გვიბიძგებს ვეძებოთ გამოსავალი, შევეჭიდოთ გამოწვევებს. სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავება გვაძლევს ზრდის, განვითარების და საკუთარი უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.
მეორეს მხრივ, ჰარმონიული ასპექტები - ტრინები და სექსტილები - ნიჭის და შანსების, სიმარტივის ასპექტებია. იქ, სადაც ტრინი გვაქვს, საქმე იოლად გამოგვდის, ტალანტი ბუნებრივად გამოიხატება. მაგრამ ეს სიმარტივე ხშირად აზარმაცებს – ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს მოტივაცია, სრულად განავითაროს თავისი უნარი. მხოლოდ ჰარმონიული ასპექტებით დატვირთული რუკა ნაკლებ მამოძრავებელ ენერგიას იძლევა.
დაძაბული ასპექტების მქონე რუკებში ხშირად ვხედავთ, რომ ადამიანის ცხოვრება რთული სცენარით ვითარდება — მეტი დაბრკოლება, მეტი ბრძოლა. თითქოს უკვე გამოწვრთნილია ამ გზაზე, რაც მხოლოდ ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანისთვის სრულიად და გასაოცრად უცხოა. სწორედ ეს ხისტი გამოცდილება აძლევს გამძლეობას, გამობრძმედილ ხასიათს და უნარს, არ დანებდეს მაშინაც კი, როცა სხვები ნებდებიან.
მაგალითად, თუ რუკაში ვხედავთ სატურნის კვადრატებს პირად პლანეტებთან ან მნათობებთან, ეს მიუთითებს, რომ ადამიანი ბავშვობიდანვე აწყდებოდა სირთულეებსა და შეზღუდვებს. თითქოს გარემო ან მშობლები მუდმივად რაღაც სტანდარტს უსახავდნენ. ამიტომ ადრეული ასაკიდანვე მოუწია პასუხისმგებლობის აღება. ეს გამოცდილება რთული იყო, მაგრამ სწორედ მან განაპირობა გამძლეობა, დისციპლინა და ის შინაგანი ძალა, რომელიც მას ზრდასრულ ასაკში საოცარ შედეგებამდე მიჰყავს.
ასეთმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის – თუ ენერგიას არ დახარჯავ, საქმე თავისით არ მოგვარდება. ამიტომაც ის არასოდეს გადადებს საქმეს, მყისიერად გადალახავს წინააღმდეგობას, რაშიც ბავშვობიდან კარგად გამოწვრთნილია, გამოირჩევა საოცარი გამძლეობითა და შედეგზე ორიენტირებულობით.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ადამიანები მიხვდნენ – ყველა სხვას არ აქვს იგივე დისციპლინა, გამძლეობა და შრომისუნარიანობა, ამიტომ ზედმეტი მოთხოვნები სხვებისგან შესაძლოა იმედგაცრუებას გამოიწვიოს.
თუ ჩვენს რუკაში ბევრია დაძაბული ასპექტი, ეს არ უნდა შევაფასოთ მხოლოდ უარყოფითად.
ეს გვაჩვენებს ტენდენციას, რომ ადამიანს აქვს ძლიერი მამოძრავებელი ენერგია, გამძლეობა და უნარი დაძლიოს სირთულეები და მიაღწიოს მიზნებს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიმართლე გეძებს, არა გარედან, არამედ შენს თავში...“ - 25 სექტემბრის დღის ენერგიები
⭕რას ნიშნავს ასტროლოგიაში „დაზიანება“ და „დამუშავება“ - უჩა სიხარულიძის განმარტება