Digest Logo

„ბალანსი ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - სუპერ-ახალმთვარეობა ტყუპებში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

1781167379
თამარ იოსელიანი

2026 წლის ივნისში ცაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასტროლოგიური მოვლენა – სუპერ-ახალმთვარეობა ტყუპების ნიშანში – გაიმართება. ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი ახალი იდეების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კომუნიკაციის სფეროში ცვლილებების დაწყებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.

სუპერ-ახალმთვარეობის ენერგია ადამიანებს უბიძგებს, დატოვონ წარსული უკან, დასახონ ახალი მიზნები და თამამად გადადგან ნაბიჯები მომავლისკენ. განსაკუთრებით ძლიერად ამ გავლენას ჰაერისა და ცვალებადი ნიშნების წარმომადგენლები იგრძნობენ.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„🌑 სუპერ-ახალმთვარეობა ტყუპებში: დროა გადავტვირთოთ გონება და შევცვალოთ ნარატივები.

🌑 მეგობრებო, სამყარო დიდ კოსმიურ „რესტარტს“ აკეთებს. უახლოესი ახალმთვარეობა ტყუპების ნიშანში პიკს მიაღწევს 15 ივნისს, ორშაბათს, თბილისის დროით დილის 06:54 საათზე. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა , ეს არის სუპერმთვარეობა, რაც მის ენერგიას ერთიორად აძლიერებს.

თუ ბოლო დროს გრძნობდით, რომ აზრები აგერიათ ან მენტალურად გადაიღალეთ, ზუსტად ახლაა მომენტი, როცა ძველი ფიქრებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. აი, რა მთავარ ტენდენციებსა და კოსმოსურ გავლენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.

✨ სიტყვების და აზრის ძალა.ტყუპები კომუნიკაციის ნიშანია, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევაა: ნაკლები ჭორი, მეტი მანიფესტაცია. რასაც ახლა ვიტყვით, რასაც ხმამაღლა გავაჟღერებთ, მატერიალიზაციის საოცარი ძალა აქვს. მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ლექსიკა და ის, თუ როგორ აღწერთ საკუთარ თავს ან თქვენს მომავალს.✨ მენტალური განკურნების შანსი.

ეს ახალმთვარეობა ჰარმონიულ კავშირშია ქირონთან (დაჭრილ მკურნალთან). ეს ნიშნავს, რომ ძველი წყენები, არასრულფასოვნების კომპლექსები ან ტრავმები, რომლებიც წინსვლაში გვიშლიდა ხელს, ახალ შუქში გამოჩნდება. გვეძლევა შანსი, საბოლოოდ გავუშვათ ისინი და მენტალურად განვიკურნოთ.

✨ შინაგანი სოციალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები ძალიან კომუნიკაბელური ნიშანია, ახალმთვარეობისას ენერგია მაინც შიგნით მიიმართება. გირჩევთ, ხმაურიანი წვეულებების ნაცვლად, დრო მყუდრო გარემოში, ძალიან ვიწრო წრეში ან საკუთარ თავთან მარტოობაში გაატაროთ. ეს ბალანსი ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თვის ბოლოსკენ მერკურის რეტროგრადული ფაზა იწყება და ენერგიის დაზოგვა გვჭირდება.

📝 რას ვაკეთებთ ამ დღეებში? ვწერთ ზრახვებს: იდეალური დროა ახალი იდეების ჩამოსაწერად, სწავლის, წერისა და ახალი პროექტების დასაგეგმად. ვაკეთებთ ციფრულ დეტოქსს: თუნდაც ერთი დღით ჩამოვშორდეთ ეკრანებს და სოციალურ ქსელებს, რომ გონებამ დაისვენოს. ვასუფთავებთ სივრცეს: ახალმთვარეობა სიცარიელისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოა, ამიტომ მოვიშოროთ ყველაფერი ძველი და უსარგებლო.„ყოველი ახალმთვარეობა შეხსენებაა იმისა, რომ სიბნელეშიც კი ახალი სინათლე იბადება.“

🌀 „სურვილების სპირალის“ ტექნიკა, რომელმაც ინტერნეტი ფაქტობრივად „ააფეთქა“

😊 ​ჩემო სიყვარულებო, უბრალოდ ვერ გავიარე ამ ტრენდის გვერდით! ახლა ყველა სოციალური ქსელი ამ პრაქტიკაზე საუბრობს. ზოგადად, ის იდეალურად არის მორგებული ფულზე და მატერიალურ სურვილებზე, მაგრამ რეალურად მისი დახმარებით შეგიძლია ეკოლოგიურად „ჩააგდო“ საკუთარ სივრცეში ნებისმიერი სურვილი. ​მთავარია შენი ფანტაზია და სწორი განწყობა

რა დაგჭირდება? ​

• სუფთა თეთრი ფურცელი (ხაზების, უჯრების ან ნახატების გარეშე) ​

• წითელი კალამი, მარკერი ან ფანქარი (წითელი ენერგიისა და აქტივაციის ფერია) რა უნდა გააკეთო: ​

• ჩამოაყალიბე სურვილი , ფურცლის ცენტრში დაწერე შენი სურვილი მოკლედ, მკაფიოდ და აწმყო დროში. მაგალითად: „მე მარტივად ვიღებ საჩუქრად 5000 ლარს “. თუ თარიღი მნიშვნელოვანია - მიუთითე. ​

• შექმენი მორევი - ტექსტის გვერდით დაასვი სქელი წითელი წერტილი. იქვე დაადე კალამი და ხელის აუღებლად დაიწყე სპირალის ხატვა.

გაჩერდი! ნუ ეცდები იდეალურად სწორი იყოს. მოდუნდი და ჩადე მასში შენი ენერგია. ხატე იმდენ ხანს, რამდენსაც იგრძნობ რომ საჭიროა.

🌀 ტექნიკის TOP-5 წესები: ​

• წითელი ფერი - აუცილებელია

​• მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით (ენერგიას ვიზიდავთ, არ ვხსნით)

​• იდეალურად სუფთა ფურცელი (არანაირი პრინტი)

​• „კუდი“ ზემოთ - სპირალის ბოლო ხაზი აუცილებლად ზემოთ უნდა ამოვიდეს (ეს შენი ზრდის ვექტორია სამყაროში)

​• ინტუიციური აქტივაცია (იხილე ქვემოთ) ფინალური აქტი და აქტივაცია

💫 ​როდესაც სპირალი მზადაა, ხმამაღლა და ღიმილით წარმოთქვი (და ჩაწერე გვერდით):

​„მადლიერებით და პასუხისმგებლობით სამყაროს წინაშე მზად ვარ მივიღო [შენი სურვილი/თანხა] [თარიღი თუ არის] საჩუქრად ჩემი ცხოვრების სიყვარულისა და მშვიდობისთვის. დაე ასე იყოს! შესრულებულია!“

ახლა სურვილის გააქტიურება: ​აირჩიე ერთ-ერთი ვარიანტი: ​

• შენი სტიქიით - ფურცელზე დაუბერე ან შეეხე სუფთა ნერწყვით ​

• ცეცხლის/მიწის სტიქიით - დააწვეთე ეთერზეთი, მოაყარე ცოტა მიწა ან დაასვი სანთელი, რომ დაიწვას რა შემდეგ?

​ შეინახე ფურცელი უცხო თვალისგან მოშორებით (და შენგანაც, რომ კონტროლი გაუშვა).

და ყველაზე მთავარი: თუ ფული კონკრეტულ ნივთზე ითხოვე - სწორედ იმაზე დახარჯე. ​და არ დაგავიწყდეს ამ ცხოვრების სიყვარული.

❤ მეგობრებო 15 ივნისს, აბა ვცადოთ? დაწერეთ კომენტარებში „აქტივაციას ვაკეთებ“, რომ ფულის ენერგიის მორევი ახლავე ჩაირთოს“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჯვარცმით ხდება კაცობრიობის გამოსყიდვა“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „უნივერსალური სამსახიობო ნიჭი“ - პიტერ დინკლიჯის ნატალური რუკა რამაზ გიგაურისგან

15 ივნისის ახალმთვარეობა ტყუპების ნიშანში - რას გვირჩევს ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე