მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი, პიტერ დინკლიჯი, 11 ივნისს იუბილარია, იგი 57 წლის გახდა. მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და დაამტკიცა, რომ ნიჭი და პროფესიონალიზმი ყოველგვარ სტერეოტიპზე მაღლა დგას. მსახიობის ახალი პროექტები და კარიერული ნაბიჯები კვლავ დიდ ინტერესს იწვევს როგორც კინოს კრიტიკოსებში, ისე მის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებში.
სოციალურ ქსელში ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური პოსტს აქვეყნებს, სადაც მსახიობის ნატალურ რუკას გვთავაზობს:
„11 ივნისს დაიბადა პიტერ დინკლიჯი.
„მე ძალიან დიდხანს ველოდი, სანამ საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას მივცემდი. გთხოვთ, ნუ დაელოდებით ნებართვას. ნუ ეცდებით დაუმტკიცოთ სამყაროს, რომ უკვე მზად ხართ. უბრალოდ აჩვენეთ ეს. გააკეთეთ ეს!“.
☀️ მზე - ტყუპი: აქედან მოდის მისი ძლიერი ინტელექტი, სხარტი გონება და უნივერსალური სამსახიობო ნიჭი. ის სიტყვის ოსტატია და კომუნიკაციის საოცარ უნარს ფლობს (უნდა აღინიშნოს, რომ მას აზროვნების მმართველი პლანეტა, მერკურიც ტყუპში აქვს განთავსებული).
🌙 მთვარე - კურო: კუროში მთვარე ადამიანს აძლევს საოცარ ემოციურ სიმყარეს, მოთმინებასა და შეუპოვრობას. ზუსტად ამ თვისებებმა შეაძლებინა მას, წლების განმავლობაში ეთქვა უარი სტერეოტიპულ როლებზე და თავის ვარსკვლავურ საათს მოთმინებით დალოდებოდა. ეს არის მიწაზე მყარად მდგომი, მშვიდი და ძალიან პრინციპული ენერგია.
ASC ასცენდენტი - თევზების ბოლო გრადუსი: თევზების ასცენდენტი ხსნის მის ღრმა, სევდიან, მაგრამ მაგნიტურ მზერას და უდიდეს არტისტულ ნიჭს (თევზების ასცენდენტი ხშირად იძლევა დიდ, „წყლიან“ თვალებს და სევდიან მზერას). ის ფაქტი კი, რომ ასცენდენტი ბოლო გრადუსშია, მიანიშნებს, რომ ეს თევზური, მელანქოლიური ენერგია უკვე გადადის ვერძის მებრძოლ, ცეცხლოვან ენერგიაში.
სწორედ ეს კონტრასტი ხდის ეკრანზე მის პერსონაჟებს (განსაკუთრებით ტირიონ ლანისტერს) ასეთ მრავალწახნაგოვანს - გარედან ღრმა და სევდიანად ჩანს, შიგნიდან კი ნამდვილი მებრძოლია“,- წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕15 ივნისის ახალმთვარეობა ტყუპების ნიშანში - რას გვირჩევს ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე