ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„თავიდანვე,
თავიდანვე იწყება ეშმაკის ბრძოლა ქრისტესთან,
და ეს ბრძოლა, დღემდე გრძელდება.
დღემდე ის ეკლესიას ებრძვის,
მაგრამ ამ ბრძოლაში ის მარცხდება.
ყოველთვის,
როგორც კი მიდის საბრძოლველად, მარცხდება.
და ჯვარცმის დროს ეშმაკი მოტყუვდა,
უბრალოდ მოტყუვდა,
იმიტომ, რომ ჯვარცმით ხდება კაცობრიობის გამოსყიდვა,
და მას რომ ჰგონია, რომ ქრისტეს ანადგურებს – ჯვარცმის დროს ქრისტემ გაიმარჯვა,
იმიტომ, რომ ჯვარცმას აღდგომა მოჰყვა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უნივერსალური სამსახიობო ნიჭი“ - პიტერ დინკლიჯის ნატალური რუკა რამაზ გიგაურისგან
⭕15 ივნისის ახალმთვარეობა ტყუპების ნიშანში - რას გვირჩევს ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე