Digest Logo

„ბევრისთვის მადლიერების, ძველის დასრულების, ახალი სურვილების ჩაფიქრების განსაკუთრებულ დროდ მიიჩნევა“ - რიტუალი, რაც „მარწყვის მთვარის“ დროს უნდა ჩაატაროთ

1782592659
მარწყვის მთვარე

🌕✨ 30 ივნისის, მარწყვის სახელწოდება „მარწყვის მთვარე“,  მომდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან (ინდიელებისგან).

ეს სახელი აღნიშნავდა დროს, როდესაც ზაფხულის დასაწყისში ველური მარწყვი მწიფდებოდა. ეს არის ხვავის, მადლიერებისა და ბუნების ტკბილი საჩუქრების სიხარულის მთვარე.

მარწყვის მთვარე სინამდვილეში არ არის წითელი ან ვარდისფერი ფერის. სახელი მოდის ველური მარწყვის დამწიფებიდან და არა მთვარის შეფერილობიდან.

🍓მარწყვის მთვარე არის მიკრომთვარე (Micromoon). ეს ნიშნავს, რომ ის დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფ წერტილში (აპოგეაში) იმყოფება. ამის გამო, ის ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე ოდნავ პატარა და ნაკლებად კაშკაშა გამოჩნდება.

🍓 სავსემთვარეობის რიტუალი🌙

თუ ფიქრობდით, რომ (სან-ხუანის) ენერგეტიკული პორტალი უკვე დაიხურა, ბევრი ეზოთერული ტრადიციის მიხედვით, ეს ასე არ არის. ითვლება, რომ ცეცხლი განწმენდს, ხოლო სავსე მთვარე ახალ ენერგიას, კურთხევასა და განახლებას ატარებს. სწორედ ამიტომ, ეს სავსემთვარეობა ბევრისთვის მადლიერების, ძველის დასრულებისა და ახალი სურვილების ჩაფიქრების განსაკუთრებულ დროდ მიიჩნევა.

🌕 საქართველოში მარწყვის სავსემთვარეობის პიკური მომენტი 2026 წლის 30 ივნისს, 03:57 საათზე (თბილისის დროით) დადგება. სწორედ ამ დროს, ან მის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში, რიტუალის შესრულება ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევა.

🕯️ რიტუალი აანთეთ სანთელი (ან თუ შესაძლებელია, იყავით ცეცხლთან), რამდენიმე წამით შეხედეთ მთვარეს, გაშალეთ ორივე ხელისგული, თითქოს მის სინათლეს იღებთ და სამჯერ წარმოთქვით:

✨ „განწმენდის წმინდა ცეცხლო, კურთხევის მანათობელო მთვარევ, რაც ძველია, სიყვარულით დასრულდეს, რაც ახალია, სიხარულით შემოვიდეს. დაე, ჩემი გზა გაიხსნას იღბლის, სიუხვის, სიმშვიდისა და კეთილდღეობისკენ. ასე იყოს. ასე იყოს. ასე იყოს“.

✨ შელოცვის წარმოთქმისას წარმოიდგინეთ, როგორ ტოვებს თქვენს ცხოვრებას ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ და როგორ ივსებით ახალი შესაძლებლობებით, სიუხვით, იღბლითა და ბედნიერებით.

🌕 დაე, ეს სავსემთვარეობა გახდეს თქვენი ცხოვრების ახალი, ნათელი და წარმატებული ეტაპის დასაწყისი.

🍓ისევე, როგორც მარწყვი მწიფდება, ასევე მწიფდება ჩვენი ოცნებები, მიზნები და გულები.

ასევე დაგაინტერესეთ:

„შესაძლოა, ზედაპირზე ამოვიდეს ძველი წყენები, დაუცველობის განცდა, ემოციური თემები...“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

„მადლიერება, პატივისცემა, ყურადღება, ყველაფერი ეკუთვნის ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს“ - თეოდორე გიგნაძე

„ადამიანური კავშირები, თანაგრძნობა, ზრუნვა, შინაგანი უსაფრთხოება და სიმშვიდე...“ - რას წერს ასტროლოგი სავსემთვარეობაზე