ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა მე რაღაცაზე მადლობას მეუბნებიან,
ადრე მიჭირდა ხოლმე, ვაპროტესტებდი, ვწუხდებოდი...
ახლა მივხვდი, რომ გასაპროტესტებელი არაფერია.
ადამიანები ქრისტეს ეძებენ და ღვთისმსახურის საშუალებით ისინი ღმერთს უხდიან მადლობას,
და რადგან პირადად ღმერთს ვერ ხედავენ – ეუბნებიან სასულიერო პირს,
ეს არის და ეს.
მადლიერება,
პატივისცემა,
ყურადღება, თუ რამე არის ასეთი, ყველაფერი ეკუთვნის ჩვენს უფალს - იესო ქრისტეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სულო“ - ნუკი კოშკელიშვილის უფროსი შვილი 8 წლის გახდა
⭕„დედის პირველი სიყვარული...“ - ნინი კენჭიაშვილი შვილთან ერთად პოზირებს