Digest Logo

🎥 „ბევრმა შესაძლოა, საკუთარი საქმიდან სერიოზული შემოსავალი და სტატუსიც ნახოს!“ - გიორგი ლობჯანიძე 2 აპრილის სავსემთვარეობაზე

1775032276
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძე ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2 აპრილის სავსემთვარეობაზე წერს და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:

„აპრილი საკმაოდ კარდინალური და გადამწყვეტი თვე იქნება, ვრცლად კი კოსმიური კუთხით ამ პოსტში გიამბობთ:

2 რიცხვში, თბილისის დროით 06:11 საათზე გვექნება მნიშვნელოვანი Pink Moon - „ვარდისფერი სავსემთვარეობა“ სასწორის ზოდიაქოს 12°20 გრადუსზე.

როგორც მოგეხსენებათ, სავსემთვარეობისას დღის და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებში მოძრაობენ.

ახლა დგება გადამწყვეტი საკითხი „მე-სა და ჩვენ“ რეალობას შორის.

არაა გამორიცხული, რომ ძირეული რეორგანიზაციები ვიხილოთ, როგორც სოციო-პოლიტკურ სცენაზე, აგრეთვე, ცალკეულ ინდივიდთა ცხოვრებაში.

მთვარეს პიკის დროს ოპოზიცია აქვს პლანეტა სატურნზე და მძიმე კვადრატურა იუპიტერის ენერგიებზე, შესაბამისად სანამ რამე შეთანხმებას დადებთ, „შვიდჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის“ პრინციპს მიმართეთ!

აპრილში პიკი დაფიქსირდება, დაახლოებით 8 რიცხვიდან, ფაქტობრივად თვის ბოლომდე!

ცაზე ვიხილავთ მეომარ და აგრესიულ ვერძის ნიშანში მოხვედრილ მზეს, მერკურის, მარსს, ნეპტუნს, სატურნსა და ქირონს.

ამხელა პლანეტათა წყობა აუცილებლად შექმნის საომარ ესკალაციას, დიდი ალბათობით, ვიხილავთ ცალკეულ რეგიონში ცეცხლსა და გააფთრებულ ბრძოლებს!

სამაგიეროდ დრო კარგია შემტევი, მოიერიშე და მამაცი ხალხისთვის!

საოცარ პერფორმანსებს შემოგვთავაზებენ სპორტის სამყაროს წარმომადგენლებიც.

დაიბადება ბევრი გმირი, გამოჩნდებიან ახალი ლიდერები და ბევრმა შესაძლოა, საკუთარი საქმიდან სერიოზული შემოსავალი და სტატუსიც ნახოს!

ზედმეტად პასიური და მხდალი ხალხისთვის აპრილის თვე ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდება, თუმცა არც თავქუდმოგლეჯილი სირბილი მოიტანს სასარგებლო რეზულტატს.

ეცადეთ, რომ არ შეხვიდეთ უაზრო კონფლიქტებსა და გაუგებრობებში, მიმართეთ პერიოდულ დიპლომატიას!

არ ვარგა გადაჭარბებული სიჩქარით სიარული. მაღალია ავარიათა რიცხვიც!

ხაზგასმით ვამბობ, აპრილი საკმაოდ ცეცხლოვანი და დაძაბული იქნება, ოღონდ ხანმოკლე გამონათებით და ზოგიერთი ფლანგის, ფირმის, კომპანიის ან პოლიტ-ლიდერებისთვის მოგებიანი!

გისურვებთ ბედნიერ პერიოდებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ...“ - გურამ შეროზია „გარდენია შევარდნაძის“ სკანდალზე

⭕„ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას

⭕„პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას...ამ დროს რთულია მოახერხო თავის შეკავება“ - რას პასუხობს „გარდენია შევარდნაძის“ ადმინისტრაცია ბრალდებებს