სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „ჰოროსკოპი, ზოდიაქო და ასტროლოგია“ ცის კაბადონზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბრობს.
ასტროლოგის თქმით, 20 თებერვალს სატურნი და ნეპტუნი ვერძის პირველ გრადუსზე ერთიანდებიან და ახალ, გიგანტურ ციკლს აძლევენ დასაბამს:
„ჩვენ ვდგავართ ეპოქალური გარდატეხის ზღვარზე.
სამყარო იცვლის კანს და ის, რაც გუშინ იდეალურად გვეგონა, ხვალ უკვე სრულიად სხვა სახეს მიიღებს.
ვინც წარსულს ჩაეჭიდება და ცვლილებას არ მიიღებს, უბრალოდ ჩამორჩება.
ახლა დროა თვალები გავახილოთ, ყურები გამოვიფხიკოთ და შიგნიდან შევიცვალოთ თავი.
აგრესიის ეპოქა სრულდება - იწყება გაცნობიერების დრო.
20 თებერვალს სატურნი და ნეპტუნი ვერძის პირველ გრადუსზე ერთიანდებიან და ახალ, გიგანტურ ციკლს აძლევენ დასაბამს.
ეს კოსმოსური მოვლენა იმდენად იშვიათია, რომ მათი შემდეგი შეხვედრა ვერძში მხოლოდ 2527 წელს მოხდება — ოთხი საუკუნის შემდეგ!
ბოლოს მსგავსი ენერგია დედამიწამ 1 704 წელს იგრძნო…
ეს არ არის უბრალოდ ასტროლოგიური მოვლენა — ეს არის მოწოდება ცვლილებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: