საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც არ გამოირიცხება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31…+36 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33…+38 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია კახეთსა და ქვემო ქართლის ნაწილში.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შედარებით გრილი ამინდია ნავარაუდევი. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე პოზიტიური დღეა, გამოდგება ნებისმიერი საქმისთვის...“ - 28 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕ „გამოყავით 15 წუთი სიჩუმეში...“ - 29 ივლისის ფეთქებადი სავსემთვარეობა: ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი