24 ივლისი სიყვარულის, სილამაზისა და საკუთარ თავზე ზრუნვის დღე!
დღის ენერგიები: 6 • 5 • 2. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიყვარული, სითბო და ჰარმონია.
შეანელეთ ტემპი, იზრუნეთ საკუთარ თავზე და ისიამოვნეთ თითოეული წამით.
👗 დღე საკუთარი თავიდან დაიწყეთ. თქვენს გარეგნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩაიცვით საყვარელი სამოსი, გაიკეთეთ ვარცხნილობა, მაკიაჟი და გამოიყენეთ საყვარელი სუნამო.
კაცებისთვისაც მნიშვნელოვანია მოწესრიგებული და ელეგანტური იერი. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „მე ჩემი საუკეთესო ვერსია ვარ!“. განეწყვეთ წარმატებისთვის. ხშირად გაიმეორეთ: „მე ღმერთის საყვარელი შვილი ვარ. სიყვარულის, ბედნიერების, ფინანსური სიუხვისა და ცხოვრების საუკეთესო საჩუქრების ღირსი ვარ“.
თქვენი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს, რას მოიზიდავთ ცხოვრებაში.
⭐️ ენდეთ პირველ შეგრძნებას. ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია. თუ არჩევანის წინაშე დგახართ, ყურადღება მიაქციეთ პირველ შინაგან ხმას სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე სწორი.
❤️ აუცილებლად მოაწყვეთ პაემანი. თუ ურთიერთობაში ხართ, გაატარეთ დრო მხოლოდ თქვენ ორმა გაისეირნეთ, აღმოაჩინეთ ახალი ადგილი ან უბრალოდ მყუდრო საღამო გაატარეთ სახლში. მეტი ჩახუტება, კოცნა და თბილი სიტყვები სწორედ ეს არის დღევანდელი ენერგიის გასაღები.
💆♀️ თუ ჯერ მარტო ხართ, პაემანი საკუთარ თავს დაუნიშნეთ. წადით სპაში, მასაჟზე, საყვარელ კაფეში ან რესტორანში, გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება.
💖 დაე, ამ დღემ მოგიტანოთ სიყვარული, ბედნიერი შეხვედრები, შინაგანი სიმშვიდე, ჰარმონია და თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულება. იყავით ბედნიერები, საყვარლები და იცხოვრეთ სიუხვით!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს სპერმის ხარისხზე...“ - ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს!