Digest Logo

„ჩნდება გრძნობა, თითქოს ვერაფერს აღწევ“ - მზე თხის რქაში: ხათუნა ნოელის ასტროლოგიური რეკომენდაციები

1789837476
ხათუნა ნოელი

როდესაც მზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, ასტროლოგიურ ენერგიაში დისციპლინა, პრაგმატიზმი და მიზანდასახულობა პრიორიტეტული ხდება. ეს არის პერიოდი, როდესაც ილუზიები უკანა პლანზე გადადის, ხოლო მთავარი ყურადღება კარიერას, ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან გეგმებს ეთმობა.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს:

„თუ შენი მზე თხის რქაშია, შესაძლოა ახლა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და უცნაური პერიოდი გქონდეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანზიტული „ლილიტი“ შენს ნატალურ მზეს შეუერთდა.

მზე შენი ეგოა, შენი თვითშეფასება. თხის რქა ამას კარიერაში, სტატუსში, მიღწევებსა და მიზნებში ავლენს. ხოლო „ლილიტი“. „ლილიტი“ მრუდე სარკეა. ის შენს წინაშე იმ ანარეკლს დგამს, რომელიც დამახინჯებულია, ან გაიძულებს, დაინახო ის, რასაც ჩვეულებრივ თავს არიდებ - შენი ჩახშობილი ძალა, ფარული ვნებები.

„ლილიტს“ ორ უკიდურესობაში შეუძლია გადაგაგდოს:

ერთი მხრივ ჩნდება გრძნობა, თითქოს ვერაფერს აღწევ, არაფრად ღირხარ, შენი კარიერა და სტატუსი მარცხია. სარკე გაფითრებულ, დაპატარავებულ ხატს გიჩვენებს.

მეორე მხრივ - გაბერილი ეგო და ავადმყოფური ამბიცია. სურვილი, ნებისმიერ ფასად დაამტკიცო შენი უპირატესობა, აჯობო სხვებს, ყველა და ყველაფერი აკონტროლო. თითქოსდა ძალაუფლება და აღიარება შენს ღირებულებას განსაზღვრავდეს. შეიძლება გრძნობდე, რომ აღარ გაინტერესებს სხვების თვალში „კარგი და წესიერი“ ჩანდე. მოკლედ, ეგო და ამბიციები - ორივე პიკზეა.

ორივე უკიდურესობა ტყუილია. ორივე იმ მრუდე სარკის ანარეკლია! ლილიტი შეეცდება გაცდუნოს და არასწორი გადაწყვეტილებები მიგაღებინოს.

როგორ გადაიტანო ეს პერიოდი?

უპირველეს ყოვლისა, ნუ მიიღებ საბედისწერო გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე. მით უმეტეს კარიერულ ნაწილში.
გამოიყენე ეს დრო თვითანალიზისთვის.

სინამდვილეში შენი კარიერული მიზნები და თვითშეფასება გამოცდას გადის „მრუდე სარკის“ წინ. დაფიქრდი - რეალურად საკუთარ თავს ხედავ, თუ ლილიტს მიჰყვები? გახსოვდეს, ის მხოლოდ ჩრდილია. არ აურიო შენი ნამდვილი ფასეულობა ამ დროებით ილუზიაში“, - წერს ხათუნა ნოელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კოსმოსი ხელს შეგვიწყობს, მეტი ყურადღება დავუთმოთ ურთიერთობებს...“ - მზე სასწორში: თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „უარი მხოლოდ იმიტომ არ თქვათ, რომ შეთავაზება მოულოდნელია...“ - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური რჩევები

🎥 „მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება“ - რა გველოდება უახლოეს მომავალში: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი