იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ლოცვის შესახებ ესაუბრება და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს.
მისი თქმით, დროა დავიწყოთ ლოცვების აზრობრივი, არსობრივი გაგება.
„ჩემო ძვირფასებო! აუცილებლად წაიკითხეთ! ესეც საჭიროა
დაგიწერეთ, 90-ე და 50-ე ფსალმუნზე და როგორც დაგპირდით, ისევ ვაქვეყნებ ერთ-ერთ უძლიერეს ლოცვას.
ყველა ფსალმუნი გამოვაქვეყნე, როგორც ძველ, ასევე თანამედროვე ქართულ ენაზე! არ არის სირცხვილი, თუ ჩვენ არ გვესმის სახარებისეული ენა! დროა დავიწყოთ ლოცვების მექანიკური, ან ინტუიციური კი არა, არამედ მათი აზრობრივი, არსობრივი გაგება!
კომენტარში გიტოვებთ 90-ე და 50-ე ფსალმუნზე სტატიასა და ლოცვებს „თანამედროვე“ ქართულით..
ჩვენ გადავედით, აბსოლუტურად სხვა სიხშირეზე, სადაც საჭიროა რომ გავაძლიეროთ ლოცვები!
არა ფანატიკურად, არც „მოდის“ გამო, არც მექანიკურად! არამედ, გონების დატანებით!
ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გზა, „დაკარგული სამოთხისკენ“ ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ შემოქმედის ნდობა!
და რაც მთავარია, სიკეთის უნარის დაბრუნება, უპირობო სიყვარულისა და შემწყნარებლობის, რაც „მატერიალურ სამყაროს“ თავად წავაშლევინეთ ჩვენში...
დიდი მარხვაა და დაბნელების დერეფანია და ლოცვა უნდა გაძლიერდეს! მთავარია არ დავშორდეთ იმ ენერგიას, რომელსაც სიყვარული ჰქვია და ამ სიყვარულს კი, ჩვენს „დაბადებამდე“ ღმერთი ეწოდა!
მიყვარხართ! ქეთევან ჯანდიერი.
რეკომენდაცია: წაიკითხეთ 26, 50, 90 ფსალმუნი ყოველდღე! (ან დილით, ან საღამოს... უმჯობესი იქნება რომ დილასაც და საღამოსაც)
ძველი აღთქმა ფსალმუნნი
ფსალმუნი 26 (27)
(ახალი ქართულით)
1. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
2. თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
3. თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
4. ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
5. რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.
6. და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.
7. ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
8. შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
9. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
10. რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე.
11. მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
12. ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ,
13. რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.
14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
26-ე ფსალმუნი.
(ძველი ქართული ენით.)
1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?
2. მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
3. განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ.
4. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი.
5. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე.
6. და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
7. ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
8. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.
9. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
10. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
11. შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის.
12. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა.
13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
14. დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდებაი.
უფალს ვებარებოდეთ! და დიდება მამა ზეციერს! მადლობა მას, დღეს რომ ვარსებობთ! ყველა გათენება და დაღამება, მისი კეთილი განზრახვა და ნებაა
არ დაგავიწყდეთ რომ ყოველი თმის ღერი დათვლილია და რამდენად მოწყალეა უფალი, როგორ „გავთახსირდით" კაცობრიობა და ზურგი მაინც არ გვაქცია!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი