Digest Logo

„ჩვენი ცხოვრების გზა მხოლოდ წინასწარ შედგენილი გეგმით არ განისაზღვრება“ - 3 აგვისტოს პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

1785758952
მაიას ტომის კალენდარი

მაიას კალენდარი დროის ციკლებს ადამიანის პირად და კოლექტიურ ენერგიებთან აკავშირებს. მისი ინტერპრეტაციების მიხედვით, თითოეულ დღეს განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობა და გავლენა აქვს, რის გამოც ამ სისტემით მომზადებული ასტროლოგიური პროგნოზები განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის, ვინც დღის ენერგიისა და ტენდენციების გააზრებას ცდილობს.

გთავაზობთ 3 აგვისტოს პროგნოზს, რომელიც მაიას კალენდრის ინტერპრეტაციებს ეფუძნება:

„NS.1.39.1.9 პირველი, მაგნიტური მიზნის მთვარე — ღამურა მთავარი კითხვა: რა არის ჩემი მიზანი?

მთვარის მე-9 დღე. პლაზმა — სელი მე-2, თეთრი ჰეპტადა - „თავმდაბლობა წმენდს მედიტაციას.“

მე-5, მწვანე ცენტრალური მოჯადოების ციხესიმაგრე — სინქრონიზაციის სასახლე მე-19 ტალღური მოდული — ლურჯი მაგნიტური არწივი - „ხედვა ქმნის გონებას.“

კინ 237 — წითელი ელექტრიკული მიწა (კაბან)

დღის ხარისხი: მე ვააქტიურებ, რათა განვავითარო, ვუკავშირდები სინქრონულობას. მე ვბეჭდავ ნავიგაციის მატრიცას ელექტრული მსახურების ტონით. მე ვიმართები დაბადების ძალით.

ჩაკრა: მანიპურა — თვითგადარჩენა.

პლანეტა: ურანი. მზიურ-წინასწარმეტყველური ნაკადი: ამოსუნთქვა დღის კინის ჰოლონი: მარჯვენა ფეხის ბარძაყი. მარცხენა ფეხის შუა თითი.

დღის ენერგია: წითელი ელექტრული მიწა სინქრონულობის, ევოლუციისა და კოსმოსური ნავიგაციის ენერგიას ატარებს. ის გვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრების გზა მხოლოდ წინასწარ შედგენილი გეგმით არ განისაზღვრება — მიმართულებას გვიჩვენებს გარემოში გამოჩენილი ნიშნები, მოულოდნელი შეხვედრები, შინაგანი იმპულსები და მნიშვნელობით დატვირთული დამთხვევები.

ელექტრული ტონი ააქტიურებს მსახურების ძალას. ამიტომ დღევანდელი კითხვა მხოლოდ ის არ არის, თუ სად მივდივართ, არამედ ისიც — ვის ან რას ემსახურება ჩვენი მოძრაობა?

პირადი მიზანი ნამდვილ ძალას მაშინ იძენს, როდესაც ის სხვა ადამიანების, საერთო სივრცისა და კოლექტიური განვითარების სასარგებლოდ იწყებს მოქმედებას.

ლურჯი არწივის ტალღურ მოდულში წითელი მიწა ხედვას კონკრეტულ მიმართულებას აძლევს. არწივი ზემოდან გვაჩვენებს მთლიან სურათს, მიწა კი გვეხმარება, ამ ხედვის შესაბამისად გადავდგათ სწორი ნაბიჯი. დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომავლის დანახვა, არამედ მისკენ მიმავალი გზის შეგრძნება.

დღეს სასარგებლოა: გარემოში გამოჩენილ ნიშნებსა და დამთხვევებზე დაკვირვება; ინტუიციისა და გონების ერთმანეთთან დაკავშირება; საერთო მიზნისთვის კონკრეტული მოქმედების განხორციელება; მოულოდნელი ცვლილებების ახალი მიმართულების ნიშნად აღქმა;

საკუთარი შინაგანი კომპასის ნდობა. სინქრონულობა არის სამყაროს ენა, ხოლო ყურადღება — მისი წაკითხვის უნარი.

დღის შეკითხვა: რომელ მიმართულებას მაჩვენებს დღეს ცხოვრება და როგორ შემიძლია ჩემი მოძრაობა საერთო განვითარებას ვემსახურო?

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „წინა პლანზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ხალხის გაერთიანება“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

⭕ ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ „ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - რას წერს ლევან შელეგია

წყარო: www.facebook.com