
ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მომდევნო ორი კვირის ასტროპროგნოზზე საუბრობს:
ზოგადი მიმოხილვა
„ჰარმონიული პერიოდი საბოლოოდ დგება. მომავალი ორი კვირის განმავლობაში ძალიან კარგი პერიოდი გვექნება. 7 ოქტომბერს გვაქვს სავსემთვარეობა. კონკრეტული დავალება და მისია აქვს ამ პერიოდს. რაც იმას ნიშნავს, რომ პროგნოზების დამოუკიდებლად გვევალება, რომ რაღაც შევასრულოთ. გვიმსუბუქებს ასე ვთქვათ ტრანზიტებს. დარტყმები, რომლებიც უნდა მოვიდეს, თუ ჩვენით ვასრულებთ მარტივია მათი გადალახვა და სამყარო საჩუქრებს გვიგზავნის.
დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა პლანეტების კონფლიქტი, რომელიც მსოფლიო დონეზე იწვევდა კრიზისებს. საბოლოო ჯამში მშვიდი ასპექტი დგება. ყველა ადამიანმა უნდა განავითაროს სულიერი ღირებულებები, რომლებიც განისაზღვრება ტყუილით, ღალატით. ამ თვალსაზრისით იცდება 2025-26 წლები. ადამიანები უნდა გახდნენ საკუთარ თავზე უკეთესები. ნელ-ნელა ოქტომბრიდან სამყაროში გაჩნდება მეტი ფინანსური შესაძლებლობები. ეს რომ მოხდეს ის, რაც ამაში ხელს გვიშლის უნდა დასრულდეს. თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის მოიტანს სირთულეებს, შესაძლოა ცუდად აღიქვათ, თუმცა ეს ასე არ არის.
მომავალი პერიოდის განმავლობაში თუ ვინმე თქვენი ცხოვრებიდან წავა და ა.შ. ეს არის დასაწყისი კარგი პერიოდის. იყავით დაკვირვების პროცესში. პანიკები და შიშები უნდა მოვიშოროთ. რელიგია კი წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ, რაც უფრო მშვიდად იქნებით და ღმერთს მიენდობით, უფრო მარტივად მოგვარდება ყველაფერი.
6,7 და 8 ოქტომბერი შედარებით რთული დღეებია, რადგან სავსემთვარეობა გვაქვს. შესაძლოა, შინაგანი ნეგატიური ემოციები აფეთქდეს. ჭეშმარიტების საწინააღმდეგოს ვერავინ დაამტკიცებს, ასე რომ დაფარული რაღაცები გამოაშკარავდება“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.
ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი მომდევნო ორი კვირისთვის:
♈ ვერძი
სავსემთვარეობა გვაქვს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, შესაბამისად ვერძები ყველაზე მეტად იგრძნობენ ამ მოვლენას. ზოგადი ფონი მაინც არის ჰარმონიული. სოციალური პროექტები და ფინანსური საკითხები შეგიძლიათ გადაჭრათ. ასევე რეკომენდებულია დასვენება. იქნება ფეთქებადი ფონი და აკონტროლეთ. შესაძლოა, გქონდეთ შფოთვები და დეპრესია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დაისვენებთ. არის გაუთვალისწინებელი ხარჯების ალბათობა. პრობლემატურია ურთიერთობები და არის კამათის ალბათობა.
♉ კურო
განსაკუთრებით აკონტროლეთ სამსახურში აგრესია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა, გქონდეთ ემოციური გადაღლა და სტრესი. თუ ამ შინაგან ძალას არ მოუფრთხილდებით, შესაძლოა, გავლენა იქონიოს იმუნიტეტზე. კარგი იქნება თუ მეგობრებთან ურთიერთობას დაუთმობთ დროს. იცდება თქვენი სიყვარული. რამდენად შეგიძლიათ პარტნიორს მისცეთ თავისუფლება.
♊ ტყუპები
მომავალი ორი კვირის განმავლობაში პარტნიორულ ურთიერთობებში არის გამოწვევები. ოჯახურ თემაში შესაძლოა პასუხისმგებლობები დაგეკისროთ. შრომას ზოგადად აზრი აქვს. ნუ გააპროტესტებთ ამ პასუხისმგებლობებს, რომლებიც გაკისრიათ. ამ სულიერ გამოცდას სწორედ აღნიშნული კუთხით გადიხართ. არ გაექცეთ პასუხისმგებლობებს შესაძლოა, იყოს როგორც მორალური, ისე ფინანსური პასუხისმგებლობა. ასევე არის კარმული პერიოდი. თუ უარს ეტყვით ოჯახის წევრს დახმარებაზე, შესაძლოა, მომავალში მეტი შრომა მოგიწიოთ.
♋ კირჩხიბი
შედარებით რთული პერიოდია, რადგან კარდინალურ ნიშნებში ხდება სავსემთვარეობა. შესაძლოა, ბევრი საქმე გქონდეთ და აღარ იცოდეთ როგორ გაართვათ თავი. გამოავლინეთ სულიერი ძალა და არ დარჩეთ ჩრდილში. გამოავლინეთ საკუთარი შესაძლებლობები. კარგი პერიოდია ცოდნისა და განათლებისთვის. სამყარო თქვენგან სულიერი ენერგიების სხვა ადამიანებზე გადაცემას ითხოვს.
♌ ლომი
ნათესავებთან ურთიერთობები უფრო აქცენტირებული იქნება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გარშემომყოფების აზრმა გავლენა არ იქონიოს თქვენზე. ჩაუღრმავდით საკუთარ სულიერ მდგომარეობას. ენერგეტიკა ავა ახალ საფეხურზე. კარგი იქნება თუ რაღაცებზე მიდგომებს შეცვლით. თქვენი ყოველდღიურობა გაარომანტიკულეთ და დაუახლოვდით პარტნიორს. ოჯახური თალსაზრისით მიაქციეთ ყურადღება გაყვანილობას კანალიზაციას და ა.შ.
♍ ქალწული
პარტნიორულ ურთიერთობებში არის გამოწვევა. ითხოვს რომ გასცეთ სიყვარული პარტნიორის მიმართ. ასევე იცდებით, შეგიძლიათ თუ არა საკუთარი სურვილები დათმოთ. წვრილმანებს არ გამოეკიდოთ და სამყაროს მიანდვეთ დანარჩენი. ასე მიიღებთ პიროვნულ აღიარებას, მატერიალურ ზრდას და კარიერულ წინსვლას. ყურადღება მიაქციეთ მეგობრებს, გაქვთ შანსი ახალი მეგობრული ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ. არ გირჩევთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებს.
♎ სასწორი
სავსე მთვარე არის სასწორის და ვერძის ღერძზე. არის დაძაბულობა პარტნიორულ ურთიერთობებში. კარიერული და სამსახურებრივი თვალსაზრისით არის ჩიხი, თუმცა რამდენიმე დღით. ნუ ინერვიულებთ და აჰყვებით აგრესიულ ადამიანებს. ყველა სასწორი თავისი დაბადების დღიდან აღიდგენს ენერგიებს. შესაძლოა, ამ დღეებში სოციალური კრიზისი გქონდეთ.
♏ მორიელი
მომავალი ორი კვირა უენერგიოდ იგრძნობთ თავს. არ გირჩევთ ბევრი ენერგიის ხარჯვას. კარგი იქნება რომ ოჯახურ გარემოში გაატაროთ ეს პერიოდი. სოციალური თვალსაზრისით, სამსახურებრივი თვალსაზრისით ჰარმონიული პერიოდია. დაბნელების პერიოდში დაიცავით უსაფრთხოების ზომები. საბოლოო ჯამში ჰარმონიული პერიოდია და რაღაცები გადადის ჰარმონიულ ეტაპზე. თუ ოდნავ დაძაბულობა შეიქმნა, ჩათვალეთ რომ კარმულია და იცდებით.
♐ მშვილდოსანი
მთავარი იქნება ოჯახური ღირებულებები. ისევე, როგორც სხვებს გაქვთ გამოცდის პერიოდი. მეგობრებთან დაკავშირებით არის კრიზისული სიტუაცია. აუცილებელია კარიერაზე და სამსახურზე მაღლა შინაგანი სიმშვიდე დააყენოთ. ასევე შეგიძლიათ, საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოთ.
♑ თხის რქა
მომავალი ორი კვირის განმავლობაში გევალებათ იყოთ მაქსიმალურად სულიერი. გაარჩიოთ კარგი და ცუდი. უნდა მიიღოთ თქვენ გარშემომყოფი ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. არ გასცეთ რჩევები თუ არ გკითხავენ. გაცემული რჩევებისთვის დაისჯებით. ნათესავებთან და დედმამიშვილებთან ურთიერთობები გადაიყვანეთ ახალ ეტაპზე და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
♒ მერწყული
სირთულეები არის. განსაკუთრებით პასუხისმგებლობის და ნათესავების თვალსაზრისით. არ გირჩევთ კონფლიქტურ სიტუაციებში შესვლას გადაადგილებას. არის გარეშე ადამიანების მხრიდან ნეგატიური შეფასებების ალბათობა. ყურადღება მიაქციეთ პირად რესურსებს. იყავით სულიერები და დისციპლინირებულები. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.
♓ თევზები
სულიერი თვალსაზრისით და სიყვარულის კუთხით იცდებით, რამდენად გიყვართ საკუთარი თავი. ზუსტად იმდენს მიიღებთ, როგორც გიყვართ საკუთარი თავი. შესაძლოა, არ იყოთ კეთილგანწყობილი სხვების მიმართ. თუმცა ამის მიხედვით განვითარდება სასიკეთო მოვლენები თქვენ ცხოვრებაში. დააფასეთ ურთიერთობები, თორემ სამყარო მარტო დაგტოვებთ“, - ჰყვება ხატია ბედოშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქამდე დაფარულ სიმართლე დღის სინათლეზე გამოვა...“ - ოქტომბრის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან