Digest Logo

🎥 „დაანთეთ ღამის 12:00 საათზე ერთი სანთელი...“ - რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ 5 იანვრიდან 4 თებერვლამდე, რომ 2026 წელს ბარაქა და წარმატება მოვიზიდოთ

1768300060
ეკა კვარაცხელია

ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია სტუმრად გადაცემაში „შუადღე“ იმყოფებოდა, სადაც ცეცხლოვან ცხენის წელზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ცხენის წელი დატვირთული იქნება ქაოსითა და კონფლიქტებით. სპეციალისტმა გაგვიზიარა რიტუალები, რომელიც 4 თებერვალს, ცეცხლოვანი წელის შემოსვლის რამეს უნდა გავაკეთოთ. ასევე დაასახელა წლის ფავორიტი ნიშნებიც:

„აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ჯერ კიდევ გველის წელიწადში ვართ. ცხენის წელი მზის კალენდრის მიხედვით 4 თებერვალს, ხოლო მთვარის კალენდრის მიხედვით 17 თებერვალს შემოდის. ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან ეს არის გაზაფხულის დღესასწაული. ატარებენ რიტუალებს, ოჯახებთან ერთად ხვდებიან. რიტუალებს აკეთებენ მოსავლისთვის და ა.შ.

2026 არის ძალიან აქტიური, დინამიკური და ენერგიული წელი. ერთმანეთში გარდამავალი მოვლენებით სავსე, რომლის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ეს არის ნიშანი, რომელიც იღებს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. ახასიათებს პირდაპირობა, არის ძალიან დაუნდობელი. ეს იქნება ცვლილებების წელი. დაიძაბება ხალხთა შორის ურთიერთობები. 

„ცეცხლოვანმა“ ცხენმა მოქმედება დაიწყო ოქტომბრიდან. ხედავთ რა ხდება მსოფლიოში. იქნება კონფლიქტები. მთავარი არის, რომ ეს არის წელი, რომელიც ახალი სახით დაიწყებს დალაგებას და გადაფასებას. ძალიან კეთილშობილი და ოპტიმისტი ნიშანია. თუ რაღაცაში ერევა, მხოლოდ იმიტომ, რომ იყოს სასიკეთო.

უნდა ვიყოთ აქტიურები. არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა ვიაროთ წინ. მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ.

როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს 4 თებერვალს?

აუცილებლად უნდა დაანთოთ ღამე 12:00 საათზე ერთი სანთელი. უნდა გქონდეთ ცხენის ფიგურა და სიმბოლო. წლის თილისმა გახლავთ „ფოჩი“ განასახიერებს ცხენის კუდს. 

ფენშუის კუთხით: კარგი იქნება თუ სახლის კარზე გარედან დაკიდებთ ნალს, ამოტრიალებული ფორმით. როდესაც დაცვა და ოჯახის წინსვლა გვჭირდება, გახსნილი პირით უნდა გვქონდეს ზემოთ.

თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ ლამბაქი შვრიის ფანტელი, ჩავდოთ ეს ნალი, ისე რომ ამოტრიალებული პირი იყოს მაღლა. წლის განმავლობაში ვატრიალოთ ხოლმე.

თუ თქვენი სახლი არის ისე დაპროექტებული, რომ მთავარი შესასვლელი კარი აქვს სამხრეთით, მაშინ წელს არ გააკეთოთ რემონტი. არ განახორციელოთ არანაირი ცვლილებები. არ გადააადგილოთ ავეჯი. ასევე კარგი იქნება თუ ნაკლებ ხმაურიანად გაატარებთ წელს. ასეთი სახლები არიან ავად და არ უნდათ გაღიზიანება.

ფავორიტი ნიშნები ფინანსურად: ცხენის, ხარის, ტახის წელში დაბადებული ადამიანები იქნებიან.

სასიყვარულო კუთხით უმართლებთ: მამლის და კურდღლის წელში დაბადებულებს.

🌕რეტროგრადული მერკური 2026 წელს:

26 თებერვალი - 20 მარტი.

29 ივნისი - 24 ივლისი.

24 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი.

ეს გახლავთ პერიოდი, როცა არ არის სასურველი, ახალი საქმის, ახალი პროექტების დაწყება. შევეცადოთ ამ პერიოდებში შევიკავოთ თავი.

🌒მთვარის და მზის დაბნელების დღეები 2026 წლისთვის: 

17 თებერვალი - მზის დაბნელება.

3 მარტი - მთვარის დაბნელება.

12 აგვისტო - მზის დაბნელება.

28 აგვისტო -  მთვარის დაბნელება.

ამ პერიოდში უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და ქირურგიულ ჩარევებს მოვერიდოთ.

უფულობის დღეები: 

30, 31 იანვარი.           29, 30 ივლისი.ნეგა

31 მარტი.                    27, 28 სექტემბერი

1-ელი აპრილი.           26, 27 ნოემბერი.

30, 31 მაისი.               25, 26 იანვარი, 2027 წლის.

ამ პერიოდის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ფულის გასესხება, სესხის აღება, დაბანდება და ა.შ.

✅ მთავარი ფერები: წითელი, მწვანე, ოქროსფერი.

❌ ნეგატიური ფერები: ციხფერი, ლურჯი, შავი“, - გვირჩევს ეკა კვარაცხელია.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაქვთ წელის ტკივილი? საჭიროა მწვანე ძაფი“ - თამარ იოსელიანის რჩევები

🔵როგორ აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი ისე, რომ მთელი წელი ბედნიერი იყოს

🎥 ფული და ზეგავლენა - რამდენს გამოიმუშავებენ ინფლუენსერები საქართველოში?