Digest Logo

🎥 „დაასრულებს ტოქსიკურ ადამიანებს თქვენ ცხოვრებაში...“ - ანა ჯალაღონიას ასტროპროგნოზი თებერვლის სავსემთვარეობასა და მზის დაბნელებაზე

1769784600
ანა ჯალაღონია

2026 წლის თებერვალში ასტრონომიული  და ასტროლოგიური მოვლენების რუკაზე მნიშვნელოვანი თარიღები იხატება – 2 თებერვალს სავსემთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო 17 თებერვალს მზის დაბნელება.

სავსემთვარეობა, რომელიც მთელ დედამიწას ანათებს, აღბეჭდავს ენერგიას და ემოციებს, რაც ხშირად ცვლილებებისთვის კარგი დროა.

თავის მხრივ, 17 თებერვლის მზის დაბნელება დიდი მოვლენაა, რომლის დროსაც მთელ მსოფლიოში იმპულსური და ამაღლებული განწყობა იგრძნობა.

სპეციალისტები წინასწარ აფრთხილებენ ადამიანებს, რათა სიფრთხილე გამოვხატოთ და ამ მოვლენების დროს ეკიპირაცია და დაცვა უზრუნველვყოთ.

ასტროლოგი ანა ჯალაღონია სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებით„იუთუბის“ საკუთარ არხზე ინფორმაციულ ვიდეოს გვიზიარებს:

„2026 წლის თებერვალი არის ძალიან დინამიკური და კარმული თვე, რომელიც შეგვეხება ყველას.

ასევე არის მნიშვნელოვანი სავსემთვარეობა 2 თებერვალს, ლომი, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. 17 თებერვალს კუ გვაქვს მზის დაბნელება. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ფაქტობრივად ერთი სცენარის ორი ფაქტია. სავსემთვარეობა წამოსწევს დამალულის გამჟღავნებას, ხოლო მზის დაბნელება არის ახლის დასაწყისი. კითხვა დაისმევა: დარჩენა თუ დაშორება?

მზის დაბნელებით იწყება ახალი სოციალური ურთიერთობების ციკლი. არჩევანი კეთდება გონებით და არა ემოციურად. ეს დაბნელება არ იქნება ხილული, გამოჩნდება ანტარქტიდის ან სამხრეთ ამერიკის მხარეს.

ლომი მერწყულის ღერძი არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მეგობრული წრე, ძველი ჩარჩოების ჩამონგრევა და ახალი წესრიგის დამყარება. შემოიტანს რადიკალიზმს“, - აღნიშნა ანა ჯალაღონიამ.

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება:

♈ვერძი

სიყვარული შემოქმედება თვითგამოხატვა, მოაქვს რომანტიკული კულმინაცია, შეიძლება სავსემთვარეობამ გამოიწვიოს დამალულის გამჟღავნება ან დასრულება.

მზის დაბნელება კი გიბიძგებთ გაბედოთ და გახვიდეთ იმ ცრდილიდან სადაც ხართ.

♉კურო

წინა პლანზე წამოიწევს ოჯახი, კარიერა ურთიერთობები. სავსე მთვარე გიჩვენებთ სად ხართ ემოციურად დამოკიდებულები.

მზის დაბნელება ცვლის ოჯახურ მიმართულებას ან იწვევს კარიერულ ცვლილებას.

♊ტყუპი

კომუნიკაციებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროა. სავსე მთვარის დროს უნდა ითქვას თქვენი სათქმელი.

დაბნელებას კი მოაქვს საბედისწერო ამბები. საქმიანი თემების, სწავლება, მნიშვნელოვანი გადაადგილებები.

♋კირჩხიბი

ფინანსები და ფასეულობა ხდება მთავარი თემა. სავსემთვარეობა აჩვენებს თქვენ ღირებულებებს.

დაბნელება კი ცვლის შემოსავლებს. სწავლობთ საკუთარი თავის ფასს.

♌ლომი

ტრანსფორმაციის დროა. სავსემთვარეობა თქვენ ნისანში ემოციის პიკს ზრდის, ხოლო დაბნელება პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება. ბედი იცვლის მიმართულებას.

♍ქალწული

წინა პლანზე წამოსწევს ცნობიერებას. სავსემთვარეობა დაასრულებს შიშებს, დაბნელება კი ტოქსიკურ ადამიანებს თქვენ ცხოვრებაში. შინაგანი წმენდის პერიოდია.

♎სასწორი

მეგობრული წრისა და გეგმების თემა წამოიწევს. სავსემთვარეობა ამოწმებს ვინ დარჩეს თქვენთან და ვინ არა. დაბნელებებს მოაქვს ახალი სოციალური მიმართულება და იცვლება როლები.

♏მორიელი

კარიერისა და სტატუსის თემები აქტიურდება. სავსე მთვარე აჩვენებს თქვენ ჭეშმარიტ პროფესიულ მდგომარეობას, ხოლო დაბნელებას მოაქვს მკვეთრი ცვლილება კარიერაში.

♐მშვილდოსანი

იცვლება ხედვა, რწმენა, საქმიანობის თემები. სავსემთვარეობა შეცვლის შინაგან მდგომარეობას, ხოლო დაბნელება შეცვლის თქვენ გეგმებს უცხოელ პარტნიორებთან.

♑თხის რქა

სავსემთვარეობა გაჩვენებთ შიშებს, დამოკიდებულებას რაღაცის მიმართ, დაბნელებას მოაქვს ფინანსური და ინტიმური ტრანსფორმაცია.

♒მერწყული

პარტნიორული თემები აქტიურდება. აქ ნათელი მოეფინება სიმართლეს, დაბნელება თქვენ ბედს შეცვლის.

♓თევზები

ეს სავსე მთვარე თქვენ ჯანმრთელობას და ყოველდღიურ რუტინას შეეხება. გაჩვენებთ სად ხართ დაღლილი და სად უნდა შეჩერდეთ.

დაბნელება ცვლის რეჟიმს და სამუშაო გარემოს. სხეული და სული ითხოვს ახალ წესრიგს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„შეგიძლია ჩაიცვა კაბა, რომელიც მილიონები ღირს, მაგრამ...“ - კოკო შანელის მთავარი შეგონება ქალებს

⭕„7 საათი ვიყავი ნარკოზში, კლინიკიდან გამოწერის მესამე დღეს წავედი დაბადების დღეზე და იმდენი ვიცეკვე, ნაკერი გამეხსნა“ - იაკო ჭალაგანიძე

⭕„სახალხო მკურნალები ღვიძლის დაავადებებს ძველთაგანვე მცენარე ბაყაყურათი მკურნალობდნენ...“ - რას წერს მამუკა რაშოიანი