Digest Logo

🎥 „დაასრულეთ ძველი ამოცანები, გადააფასეთ მუშაობის მეთოდები და ცხოვრების სტილი“ - რას მოუტანს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებს

1727451369
ლია ბარათაშვილი

2 ოქტომბერს მზის დაბნელება გველოდება, თბილისის დროით 22:44 სთ-ზე. ეს მოხდება სასწორის ზოდიაქოში, რაც დაკავშირებულია ჰარმონიასთან, ბალანსთან, სამართლიანობასთან. მზის დაბნელება შესაბამისად სოციალურ, პირად ურთიერთობებზე აქცენტირებს. სასწორი დაკავშირებულია არჩევანთან, შესაბამისად, შესაძლოა მოგიწიოთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. მოსალოდნელია კონფლიქტები.

„ამ დაბნელებას თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც სამხრეთ კარმულ კვანძზე ხდება, ეს კი წარსულთანაა კავშირში. მიუხედავად ამისა, ახალი მაინც იქნება ცხოვრებაში. უნდა გაითვალისწინოთ ძველი შეცდომები და დაასრულოთ ის რაც დასასრულებელია.

რა თქმა უნდა, მუშაობა მოგიწევთ კარმულ თემებთან. ის რაც ხელს გიშლის განვითარებაში, უნდა დაასრულოთ. ეს იქნება გადასვლა სხვა დონეზე, დაბნელებასაც პოზიტიური ხასიათი ექნება.

ეს დაბნელება მოხდება მერკურთან, რაც ნერვულ სისტემასთან, გონებასთან, მენტალურ პროცესებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ დეტალებსაც.

კომუნიკაცია გართულდება, ყურადღებით ისაუბრეთ და დაუკვირდით სიტყვებს, რასაც ამბობთ. დაბნელება უერთდება ლილიტს, უნდა იმუშაოთ შინაგან დემონებზე, შიშებზე და ნეგატიურ ასპექტებთან წარსულის. გაჩნდება აუცილებლობა გაცნობიერების, დამუშავების, ტრავმებით, რაც იქნება ძალიან მტკივნეული, თუმცა აუცილებელი.

გარდა ამისა, ეს დაბნელება კვადრატშია მარსთან, მარსი კი კირჩხიბშია, საკმაოდ არაადეკვატურია. ხშირ შემთხვევაში იქმნება კონფლიქტები, უმპულსურობა, ემოციურობა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ლია ბარათაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

რაც შეეხება მზის დაბნელებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშნისთვის:

ვერძი - პირად და საქმიან ურთიერთობასთან გმართებთ ყურადღება. კომუნიკაციის პრობლემები შეიქმნება და მოგიწევთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, რაც შეცვლის ურთიერთობის დინამიკას, როგორც პირადში ისე საქმიან ურთიერთობაში. გარდა ამისა, დაძაბულობა მოიმატებს ოჯახში. საჭიროა სულიერი ზრდა, სხვა საფეხურზე გადასვლა, გაცნობიერება შეცდომების. თქვენი გამოცდილება და სიბრძნე გამოიყენეთ გადაჭრათ პრობლემები და კონფლიქტები. იყავით ლაპარაკისთვის გახსნილები და არ შეგეშინდეთ რთულ თემებთან დაჯახების. 

კურო -  დაასრულეთ ძველი ამოცანები, გადააფასეთ მუშაობის მეთოდები და ცხოვრების სტილი, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და ჩვევებთან. გათავისუფლდით იმისგან, რაც გაწუხებთ. კომუნიკაციის ანალიზი არის მნიშვნელოვანი, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე. შესაძლოა ის რაც აქამდე უმნიშვნელო იყოს, ახლა მნიშვნელოვანი გახდეს. ზედაპირზე გამოვა ფარული კონფლიქტები, დაუკმაყოფილებლობა სამსახურის სფეროში, ან ჯანმრთელობის თემები. არასასიამოვნო სიტუაციები შეგექმნებათ სამსახურში. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. სირთულეები იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რაც თქვენში სტრესს და დაძაბულობას გამოიწვევს. 

ტყუპები - პერიოდი დაკავშირებულია რომანტიკასთან, შემოქმედებასთან, შვილებთან, თვით დამკვიდრებასთან. ძველი ხედვების გადახედვა მოგიწევთ, გადაფასება იმის თუ როგორ ავლენთ შემოქმედებით უნარებს, როგორ ზრდით შვილებს და ასევე, მოგიწევთ დაბრუნება ძველ რომანებზე, რადგან დაასრულოთ საბოლოოდ. 

მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია როდის ჩამოვა მერაბ დვალიშვილი საქართველოში

⭕„რევანში გინდა? ამის გაკეთება 16 ნოემბერს შეგვიძლია“ - მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის მიმართავს

🎥 „ჯვრის ტარება არის იმ განსაცდელების დათმენა, რაც შენს ცხოვრებაში ეშვება...“- მამა შალვა კეკელია