საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს.
მან ამჯერად „ფეისბუკზე“ უახლესი წინასწარმეტყველება გაავრცელა, სადაც იგი საქართველოში დაკავებების სერიის გაგრძელებას პროგნოზირებს.
გარდა ამისა, მეტაფიზიკოსი ამბობს, რომ ცნობილ ჟურნალისტს, ნანუკა ჟორჟოლიანს მალე სერიოზული პრობლემები ექნება:
„საქართველოში ყველაზე ნაკლები მიწისძვრა, ბიძგი რაც შეიძლება მომხდარიყო, საქართველო მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
დაკავებების სერია გაგრძელდება.
გახსოვთ ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანზე გავაკეთე ვიდეოჩანაწერი და იყო მაშინ პოლიცია მის სახლში მისული.
უახლოეს მომავალში, შეიძლება თვეც არ დასჭირდეს, მას სერიოზული პრობლემები ექნება.
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წამყვანს, ოჯახის წევრი დაეღუპება.
ქართველი ეზოტერიკოსის გარდაცვალება - ეს ხილვა ბევრჯერ მქონდა!
ყურადღებით იყავით, შვილები წინ არ დაისვათ მანქანაში.
მტკვარში კიდევ 2-3 შემთხვევა დაფიქსირდება.
იტალიაში კვლავ ამოიფრქვევა ვულკანი“, - ამბობს გოგა მანია.
ასევე დაგაინტერესებთ: