გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ნუმეროლოგის, ეზოტერიკოსის ნინა სუსლოვას სიმღერის „თვალებით გეფერები“ პრემიერა შედგა.
როგორც თავად აღნიშნავს, აქამდე არასდროს უმღერია და ეს სიმღერა დედას, სითბოსა და სიყვარულის გამოსახატავად მიუძღვნა:
„აქამდე მართლა არასდროს მიმღერია. ისეთი მოულოდნელი ამბავი იყო, არ მჯეროდა. ტიპაჟურად ის ემოცია, რაც მქონდა, ზუსტად არის ჩადებული ამ სიმღერაში.
ეს სიმღერა დედას მივუძღვენი, გამოვხატე ჩემი სითბო და სიყვარული. ჩემს ხასიათს ნამდვილად გამოხატავს ეს სიმღერა.
ძალიან მერიდებოდა, ვფიქრობდი, მთავარია, თავი არ მომეჭრას-მეთქი“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
ასევე დაგაინტერესებთ: