Digest Logo

„დახურავთ დაწყებულს, ან მსგავს სცენარს კიდევ ერთხელ გაიმეორებთ...“ - რა გავლენას მოახდენს ჩვენზე მზის დაბნელება, ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

1757526658
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სექტემბრის მზის დაბნელებასა და მის გავლენაზე საუბრობს:

„22 სექტემბერი შემოდგომის ბუნიობის დღეა. ამ დროს დღე და ღამე თანაბარი ხანგრძლივობისაა. მსგავსი თარიღები მუდამ წარმოადგენენ ძველი ციკლების დასასრულს და ახლის დასაწყისს.

1 დღით ადრე, 21-ში, ღვთის მშობლობა დღეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ემთხვევა ერთმანეთს! თვითონ მზეც იცვლის ზოდიაქოს და ქალწულიდან სასწორის ნიშანში გადადის. ესეც ხომ რაღაცის დასასრული და ახლის დასაწყისია!

ამავე დღეს ემთხვევა ახალმთვარეობაც და თბილისის დროით 21:41 საათზე მზის ნაწილობრივი დაბნელებაც (ქალწულის ნიშნის 30-ე გრადუსზე). ზოგადად მზის დაბნელებები ყოველთვის ახალმთავრეობებზე ხდება, ანუ მაშინ როდესაც მზე და მთვარე ერთ წერტილში ფოკუსირდებიან, ერთდებიან, თუმცა დაბნელებებს ჩვეულებრივი ახალმთვარეობებისაგან კარმულ კვანძებთან შეერთება გამოარჩევს. ამაზე ცალკე გეტყვით დამატებით.

21 სექტემბრის დაბნელება გავლენას ახდენს ბუნიობის ღერძზე და შეიძლება შეარყიოს ძალთა ბალანსი ბუნებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებში. დიდია იმის ალბათობაა, რომ 2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბერში ჩვენი ცხოვრების არაერთი სფერო სრულიად ამოტრიალდეს!
საგულისხმოა, რომ დაბნელება შეიძლება უერთდებოდეს ან ეგრეთ წოდებულ აღმავალ კარმულ კვანძს, ან დაღმავალს.

ეს დაბნელება მოხდება დაღმავალ კვანძზე, რაც ყოველთვის იმის ნიშანია, რომ სამყარო წარსულ, დაუსრულებელ ამბებთან გვაბრუნებს, რათა ხელახლა გავიაზროთ ისინი და შევცვალოთ, თუ რამ შესაცვლელია.
ცალკე მინდა გამოვყო და ხაზგასმით ვთქვა - რაც ახლა , ამ დაბნელებაზე ჩაიდება, ეს გაგრძელდება დაახლოებით 18 წელი. რადგან ასეთია დაბნელებების ციკლის ხანგრძლივობა. თითოეული დაბნელება წარმოადგენს ე.წ. საროსის 18 წლიანი ციკლის, ანუ ხდება ერთი სერიის დაბნელებების 18 წელიწადში ერთხელ გამეორება.

გაიხსენეთ - რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 18, 18,5 წლის უკან, დაახლოებით იგივე მოვლენებთან გექნებათ ახლაც საქმე. ან დახურავთ მაშინ დაწყებულს, ან მსგავს სცენარს კიდევ ერთხელ გაიმეორებთ.

პირველ რიგში, ეს დაბნელებები გავლენას ახდენს ქალწულზე, თევზებზე, მშვილდოსნებზე და ტყუპებზე, მით უფრო იმ თაობებზე, რომლებიც გადიან მთვარის კვანძების ასაკს, პერიოდებს, როდესაც კვანძები ბრუნდებიან დაბადების ღერძზე. ანუ ყველას, ვინც არის 18-19, 36-38, 54-57, 72-76 წლის. ( 2007, 1989, 1971, 1953, 1935)

თუმცა მხოლოდ უშუალოდ 21 სექტემბერი როდია მნიშვნელოვანი, ჯერ კიდევ დაბნელებამდე, 1 დღით ადრე, მთვარე გაივლის ამ დაღმავალ კარმულ კვანძს; შემდეგ კი როდესაც ვენერა მოვა მასთან შეერთებაში 1-8 ოქტომბრის პერიოდებში. სხვათა შორის, ამ შეერთების პიკი 4 რიცხვში უწევს, შესაბამისად ეს კონკრეტული დღეც ძალზე დიდი კარმული დატვირთვის გამოდის. ვნახოთ რა შედეგებს მოიტანს“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ოთარ კიტეიშვილი და ელა ზარნაძე მეორე ქალიშვილის მშობლები გახდნენ - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

⭕ „დავბლოკავ ...მათ არ აქვთ თავმოყვარეობა, არ აქვთ ზრდილობა, ღირსება და მორალი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕ რუსკა ქარქაშაძე ულამაზეს ლუქში ბრწყინავს - „არაჩვეულებრივად გამოიყურები“