26 თებერვალს წლის პირველი რეტროგრადული მერკური იწყება. პლანეტა მერკური კომუნიკაციაზე, ფინანსურ ოპერაციებზე, ტრანსფორმაციასა და სიახლეებზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ის სფეროები, რომლებსაც განაგებს, მისი რეტროგრადული მოძრაობის დროს ფერხდება.
თუმცა, რეტროგრადული მერკურის გავლენას ზოდიაქოს თითოეული ნიშანი უფრო ინტენსიურად მომდევნო კვირას იგრძნობს.
23 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე არსებული მონაკვეთის ასტროლოგიური პროგნოზი კი ასეთია:
ვერძი
ვერძებისთვის კვირა განახლებული მოტივაციითა და განწყობით იწყება. სასიამოვნო სიახლეები ენერგიას შეგმატებთ. ორშაბათს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა გექნებათ. სამშაბათსა და ოთხშაბათს საუკეთესო შედეგს მშვიდ გარემოში და დამოუკიდებლად მუშაობის შემთხვევაში მიაღწევთ. ხუთშაბათს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელსაც აქამდე აყოვნებდით. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა, კონფლიქტურ ვითარებაში აღმოჩნდეთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, რომ კამათსა და დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდოთ. შაბათ-კვირას დრო სპორტსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ.
კურო
კუროებისთვის ცვლილებების ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თუ სამუშაოს შეცვლაზე ან პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობდით, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა. თუმცა, რეტროგრადული მერკურის გავლენა უნდა გაითვალისწინოთ და სწრაფ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. აქტიური მოქმედება და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ. განსაკუთრებული ყურადღება ახალი ნაცნობობისა და შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებას უნდა დაუთმოთ. შუა კვირაში განწყობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. პარასკევს ახალი პროექტისა და საქმეების დაწყებისთვის იდეალური პერიოდია. თუ მოგზაურობის დაგეგმვასა და ბილეთების შეძენას აპირებთ, ამ საქმეს შაბათ-კვირის მონაკვეთი დაუთმეთ.
ტყუპები
ეს კვირა ოჯახურ და საცხოვრებელ საკითხებთან დაკავშირებული საქმეებით დატვირთული აღმოჩნდება. ორშაბათი და სამშაბათი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა. კვირის შუა პერიოდში შემოქმედებითი ენერგია გაძლიერდება და იდეების განხორციელება გაადვილდება. ხუთშაბათსა და პარასკევს შორეული მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან იმედგაცრუების ალბათობა დიდია. შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
კვირის დასაწყისში განწყობა არასტაბილური იქნება, თუმცა ყურადღების სამომავლო გეგმებსა და გაზაფხულის მოახლოებაზე გადატანა მდგომარეობას გააუმჯობესებს. ორშაბათი და სამშაბათი ახალი ცოდნის მიღებისთვის ხელსაყრელი დრო იქნება. ოთხშაბათს მნიშვნელოვანი პროექტისთვის ძალების სრულად მობილიზება მოგიწევთ. კვირის მეორე ნახევარში პირად ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა დადებითი შედეგისთვის მეტი ინიციატივის გამოჩენა დაგჭირდებათ.
ლომი
ამ კვირაში ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ. სხვა საქმეების გადადება შესაძლებელია, თუმცა ჯანმრთელობის საყურადღებო ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ. კვირის პირველ ნახევარში ენერგიის სწორად გადანაწილება მოგიწევთ. ოთხშაბათს შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ემოციების გაკონტროლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ხუთშაბათსა და პარასკევს შეიძლება, მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. შაბათ-კვირას მოგიწევთ, უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ, განსაკუთრებით, ფიზიკური აქტივობის დროს.
ქალწული
კვირის განმავლობაში განწყობა ცვალებადი იქნება, ამიტომ კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის შეკავება მოგიწევთ. სამშაბათი სამუშაო პროცესში დაძაბული აღმოჩნდება. ოთხშაბათს შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. ამიტომ, კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ. ხუთშაბათი ახლობლებთან ან მეგობრებთან შეხვედრისთვის ხელსაყრელი დრო იქნება. შაბათ-კვირას კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
სასწორი
კვირა მოულოდნელი მოვლენებით იქნება დატვირთული. ორშაბათს მოგზაურობის ან საქმიანი ვიზიტის შეთავაზება შეიძლება, მიიღოთ, რაზეც უარის თქმა არ ღირს. შუა კვირაში სამუშაო დატვირთვა გაიზრდება, თუმცა სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდებით. ხუთშაბათს ახალი და საინტერესო ნაცნობობა შეიძლება, შედგეს. კვირის მეორე ნახევარში გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ. შაბათ-კვირას სრულფასოვანი დასვენება აუცილებელია, რომ ენერგიის აღდგენა შეძლოთ.
მორიელი
დაუმთავრებელი საქმეების დასრულება თქვენთვის ამ კვირის მთავარი ამოცანა იქნება. კვირის პირველ ნახევარში პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება. მეორე ნახევარში მრავალი შეხვედრა გაიმართება, თუმცა მათი ნაწილი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. პარასკევი რომანტიკული ან კულტურული აქტივობებისთვის ხელსაყრელი დღეა. შაბათ-კვირას დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მოგიწევთ.
მშვილდოსანი
ამ კვირაში გეგმების, ფინანსებისა და პირადი საკითხების მოწესრიგება აუცილებელია. დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ის საქმე, რასაც აკეთებთ. ურთიერთობებში ცვლილებების დრო ხომ არ არის? მნიშვნელოვან შეკითხვებზე გულწრფელი პასუხი სიახლეებისკენ გიბიძგებთ. კვირის პირველ ნახევარში სასიამოვნო შეხვედრებზე უარის თქმა არ ღირს. ხუთშაბათს ძველი საქმეების დასრულება მოგიწევთ. პარასკევს მშვიდი დასვენება და ენერგიის აღდგენა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება.
თხის რქა
ეს კვირა სასურველ და ნანატრ ცვლილებებს მოგიტანთ. დიდი ძალისხმევით მიღწეული შედეგები თვალსაჩინო გახდება და ბედნიერებას მოგანიჭებთ. თუმცა, მიღწეული პოზიციების გამყარება და სიფრთხილის დაცვა აუცილებელია. სამშაბათს ახალი ცოდნის მიღებასა და თვითგანვითარებას დრო უნდა დაუთმოთ. ხუთშაბათს მიღებული შეთავაზება დეტალურად უნდა გადაამოწმოთ. პარასკევს დამსახურებული აღიარება ან ჯილდო შეიძლება, მიიღოთ. შაბათ-კვირას ფინანსური საკითხების მოწესრიგება მოგიწევთ.
მერწყული
ამ პერიოდში გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება, იმიჯის რადიკალურად გარდაქმნა რეკომენდებული არ არის. ჯობს, ეს საკითხი მომდევნო პერიოდისთვის გადადოთ. ორშაბათსა და სამშაბათს ახალი ფიზიკური აქტივობის დაწყება სასარგებლო აღმოჩნდება. ოთხშაბათს პირად საკითხებსა და სამუშაო პროცესს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს. კვირის მეორე ნახევარში კომუნიკაციაში თავშეკავება დაგჭირდებათ, რომ კონფლიქტი თავიდან აირიდოთ. შაბათ-კვირას ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელებისგან დროებითი დისტანცირება სასარგებლო იქნება.
თევზები
ეს კვირა ენერგიის ზრდასა და კეთილდღეობას მოგიტანთ. გაზაფხულის მოახლოება განწყობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. გარემოს მოწესრიგება და არასასურველი კონტაქტებისგან დისტანცირება მოგიწევთ. სამშაბათს რისკიანი ნაბიჯის გადადგმა კარგ შედეგს მოგიტანთ. კვირის შუა პერიოდში ხალხმრავლობისგან თავის არიდებაა სასურველი. პარასკევს პროექტების განვითარებისთვის შემოქმედებითი მიდგომის გამოყენება დაგჭირდებათ. შაბათ-კვირას სრულფასოვანი დასვენება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაღლილობასთან გამკლავება განსაკუთრებით გაგიჭირდებათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არავითარი ჭორები და ზედმეტი საუბრები“ - თაკო მელიქიშვილი 23 თებერვლის ენერგიებზე
წყარო: www.beaumonde.ge