Digest Logo

🎥 „დაწერე ფურცელზე... არაფერი სთხოვო, უბრალოდ ენდე“ - პრაქტიკა, რომელიც 10 ოქტომბერს, სარკისებური თარიღის დროს უნდა ჩაატაროთ

1760089368
მაია მომცელიძე

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმ პრაქტიკას გვიზიარებს, რომელიც 10 ოქტომბერს, სარკისებური თარიღის დროს უნდა ჩაატაროთ:

„10 ანუ 1 და 0-ის გაერთიანება, არის შენი და სამყაროს ენერგიის შეხვედრა. 1 შენი სულის მიზანი, 0 თავად სამყარო, წყარო, უსასრულო ძალა.

როცა ეს ვიბრაცია ორმაგდება და სარკისებურია ანუ 10/10 ხდება, ენერგია ბევრად ძლიერია.

შეგიძლია გაჩერდე, ენდო და იგრძნო, რომ ყველაფერი შენს ცხოვრებაში ისე დალაგდება, როგორც უნდა იყოს, ძალისხმევის გარეშე.

არაფერი სთხოვო, უბრალოდ ენდე.

დაწერე ფურცელზე:

ვენდობი სამყაროს, ვენდობი ჩემს გზას, ვენდობი ჩემს სულს. დაწერე გულით და მერე მადლობა გადაუხადე ყველაფრისთვის რაც გქონდა, რაც გაქვს და რაც გელოდება. დღეს მადლიერება და მინდობა ყველაზე ძლიერი მანიფესტაციაა“, - ამბობს მაია მომცელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მადლიერების გარეშე ურთიერთობები იმსხვრევა და იღბალიც ხშირად გვერდს გივლის“ - რა ხდება სამყაროსთან ენერგიის ბალანსის დარღვევისას

🎥 „ბათუმი ისევ გვახსენებს: სილამაზე არის იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ“ - რა მოხდა „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში

🎥 „მიკროფონში ღრიალი, მაღალ ხმაზე მუსიკა, ნორმალიზებულია ღამის კლუბი - ეს არ არის ბავშვის განმავითარებელი გარემო“ - ცირა ბარქაია ბავშვთა გასართობ ცენტრებზე