Digest Logo

„მადლიერების გარეშე ურთიერთობები იმსხვრევა და იღბალიც ხშირად გვერდს გივლის“ - რა ხდება სამყაროსთან ენერგიის ბალანსის დარღვევისას

1760086105
სამყაროსამყარო

წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ენერგიის ბალანსის შენარჩუნება იწყება მადლიერებით, როცა ხარ გულწრფელი და აფასებ სხვის შრომას, სამყაროც გიბრუნებს ორმაგად:

„რა ხდება, როცა სამყაროსთან ენერგიის ბალანსი ირღვევა?

1. თუ გაწეულ შრომას ან დახმარებას დაუფასებლად ტოვებ, სამყარო ამ ენერგიას მაინც აიღებს შენგან.

2. მადლიერების გარეშე ურთიერთობები იმსხვრევა და იღბალიც ხშირად გვერდს გივლის.

3. დახმარების სანაცვლოდ გადაუხდელი ფული ან ყურადღება მალე ქრება და გადაიქცევა დაკარგულ თანხად, ჯარიმებად ან მოულოდნელ ხარჯებად.

4. სამყაროს ვერ მოატყუებ - ის, ყოველთვის ცდილობს ბალანსის აღდგენას.

5. როცა შენ აფასებ სხვის სამსახურს, იღებ ზუსტად იმ ენერგიას, რაც გჭირდება - ხანდახან დახმარების სახით, ხანდახან მოულოდნელი წარმატებით.

მთავარი საიდუმლო ასეთია: ენერგიის ბალანსის შენარჩუნება იწყება მადლიერებით, როცა ხარ გულწრფელი და აფასებ სხვის შრომას, სამყაროც გიბრუნებს ორმაგად“, - წერს ზეზვა ჯაიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბათუმი ისევ გვახსენებს: სილამაზე არის იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ“ - რა მოხდა „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში

🎥 „მიკროფონში ღრიალი, მაღალ ხმაზე მუსიკა, ნორმალიზებულია ღამის კლუბი - ეს არ არის ბავშვის განმავითარებელი გარემო“ - ცირა ბარქაია ბავშვთა გასართობ ცენტრებზე

„სულმა უკვე გაიარა ნახევარი წრე და მზად არის თავის თავი გამოავლინოს სხვაში...“ - სულის ევოლუციური გზა ამ სამყაროში ზოდიაქოს ნიშნებისთვის