Digest Logo

„დაუთმეთ დრო საკუთარ თავს“ - 2 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1782994267
თაკო მელიქიშვილი

„მთვარე გადადის მერწყულის ნიშანში და უერთდება პლუტონს - ეს არის ღრმა ცვლილებების, გათავისუფლებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის დღე“, - აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი პოსტს აქვეყნებს. ცნობილია, რომ იგი ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა: 

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება სწორედ თქვენს შინაგან სამყაროში დაიწყოს.

რაც უკვე ამოწურულია და აღარ გემსახურებათ, მისი გაშვება ბევრად უფრო მარტივი იქნება.

დღის მთავარი რჩევები:

➡️ გაუშვით წარსული. ძველი წყენა, შიშები, ტოქსიკური ურთიერთობები და შეზღუდული შეხედულებები დღეს განსაკუთრებით მარტივად შეგიძლიათ დატოვოთ უკან.

➡️ ნუ შეგეშინდებათ მოულოდნელი ცვლილებების. მოვლენები შეიძლება სწრაფად და არაპროგნოზირებად განვითარდეს, მაგრამ სწორედ ამ ცვლილებებს შეუძლია ახალი შესაძლებლობების კარი გაგიღოთ.

➡️ დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. მედიტაცია, ფსიქოლოგთან მუშაობა, ნატალური რუკის ანალიზი, დღიურის წერა ან საკუთარ თავთან გულწრფელი საუბარი დღეს განსაკუთრებით შედეგიანი იქნება.

დღის ენერგიის გასაძლიერებლად: ჩამოწერეთ ყველაფერი, რისგანაც გსურთ გათავისუფლება, გააკეთეთ რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ და მიეცით საკუთარ თავს უფლება, სრულად იგრძნოთ ემოციები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო“ - ასტროლოგი ტყუპებში მარსისა და ურანის ტრანზიტზე

🎥 „ქალის არც ჰორმონალურ არც სქესობრივ ცხოვრებაში არ იღებს მონაწილეობას“ - ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს შესახებ მითებზე

⭕ „მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - 2 ივლისის ენერგიები