„წინ საკმაოდ რთული კვირა გვაქვს. 20 ნოემბრამდე არის ურთულესი პერიოდი, რადგან დედამიწა ზე-უარყოფით ენერგოველში გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიძაბება ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა. გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაცია იმატებს. იყავით ყურადღებით, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ამინდიც ცვალებადია, ამიტომ ტენდენციებს, წყალქვეშ დინებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
„ზოგიერთისთვის, მაგალითად კირჩხიბებისთვის შეიძლება კვირა სულაც არ იყოს ცუდი, მაგრამ რაღაც ტენდენციები ყოველთვის არის, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.
ეს დღეები კი უკავშირდება სავსემთვარეობას, ანუ ეს სამი დღე გვაქვს სავსემთვარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კოსმოსიდან მოდის უამრავი უარყოფითი ენერგია. ბევრ ადამიანს ეს მოზღვავებული ენერგია აგრესიაში გადააქვს, რის გამოც პრობლემები ჩნდება.
ეს არის ე.წ. „სატანური დღეები“, ცდუნებების ალბათობა მატულობს. ადამიანის ნეგატიური თვისებების გაღვივება იწყება.
ნუ გამოიჩენთ არა ადეკვატურობას საუბრისას, მოქმედებისას. კვირის კულმინაციაა პარასკევი, შაბათი და კვირა.
სავსემთვარეობა ხდება კუროს და მორიელის ზოდიაქურ ღერზე, ამიტომ ეს ორი ნიშანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. ნურაფერს ახალს, სარისკოს ნუ დაგეგმავთ. პატარა შელაპარაკება სერიოზულ კონფლიქტში გადავა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ემოციებს. ფსიქიკური მოშლილობა ერთი ორად მატულობს.
დღეს, ორშაბათს ვენერა ასრულებს თავის ყოფნას მშვილდოსანში და გადადის თხის რქაში, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად შეიცვლება დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. საქმით დამტკიცდება სიყვარულიც და ერთგულებაც, თუმცა ცოტა სიცივე შეიმჩნევა ურთიერთობაში, რადგან სიყვარულის გამომხატველი სიტყვები შემცირდება.
სატურნი პარასკევს ხდება სწორ მავალი, აქამდე ის კარიერულ წინსვლას აფერხებდა, რადგან უკუმავალი იყო. პარასკევიდან ეს შეიცვლება და პერსპექტივები იქნება მეტი. კარგი პერიოდია მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად “, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ წარმატებას მიაღწიონ - გია მურღულიას რეკომენდაციები