Digest Logo

🎥 რა უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ წარმატებას მიაღწიონ - გია მურღულიას რეკომენდაციები

1731305733
გია მურღულია და წარმატება

რა უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ წარმატებას მიაღწიონ - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ ისაუბრა და საზოგადოებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა.

„პირველ რიგში შვილს უნდა ვასწავლოთ, რომ რეალური მიზნები დაისახონ. ყალბი და ფუჭი ოცნებები რაციონალურად მოაზროვნე ადამიანის საქმე არ არის. 

მეორე, უნდა ვასწავლოთ გაიაზროს ალგორითმი მიზნისკენ სიარულის. არ არსებობს მიზანი, რასაც ერთი ნაბიჯით მიაღწევ, უნდა გაიაზრო ნაბიჯები და თანმიმდევრობა.

მესამე, განავითარე შესაძლებლობები, რომ არ გაჩერდე იმ მიზნებზე, რაც ერთხელ დაისახე და შეიძლება მიაღწიე კიდეც.

მეოთხე, შვილებს უნდა ასწავლოთ სამყაროსთან და ადამიანებთან კომუნიკაცია“, - ამბობს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ნეგატიური ასპექტები წამოიწევს, ეს იქნება კარმული მითითება, რომ ცხოვრებისეულ გზას არასწორად გადიხართ“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 16 ნოემბრიდან

🎥 „ადამიანების ძალიან დიდი მოყვარული გახლავართ, ვაფასებ მათ ნიჭს უფრო მეტად“ - როგორ აღნიშნა დამანა მდივნიშვილმა 95 წლის იუბილე

🎥 განათლება და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში - გია მურღულია 3 უნარს ასახელებს, რაც ცოდნის სწორად გამოყენებაში დაგვეხმარება