ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე წერს:
„ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის დედამიწაზე პროცესები თავისი კულმინაციისა და „ოფიციალურად III მსოფლიო ომის” კარდინალური ფაზისკენ.
რიგშია ირანი და მთელი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რეფორმა, ამას დაემატება ჩინეთის გააქტიურება სამხედრო ველზე და რუსეთ-ევროპის გენერალური შეჯახება, რასაც თან ერთვის ამერიკელთა ამჟამინდელი მერკანტილური და ამოუცნობი პრეზიდენტის სავაჭრო დამოკიდებულება ზოგიერთი სახელმწიფოსადმი, რაც დამატებით ჩიხს და კონფლიქტს წარმოშობს.
ამერიკას ევროპის კონტინენტზეც მოუწევს საომარი ვითარების რეიდები, რადგან ტრამპმა წუხელ ხაზგასმით აღნიშნა:
„ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ გვჭირდება გრენლანდია - ის უკიდურესად სტრატეგიულია.
ამ დროისთვის გრენლანდია ფაქტობრივად სავსეა რუსეთისა და ჩინეთის გემებით, ყველგან“.
ანბანური თემაა და ბუნებრივია, რომ ეს პროცესები ასე მარტივად არ გაჩერდება. ამას ვამბობდი, ჯერ კიდევ 2019 წელს და ამას ვამბობ ახლაც.
სამწუხაროდ, საქართველოში და არა მარტო, ხალხის დიდი ნაწილი სერიოზული გაცნობიერების დეფიციტშია, წარმოდგენაც კი არ აქვთ რა ქარიშხლის და როგორი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში მოუწევთ ყოფნა. დედამიწაზე არც არასდროს არ ყოფილა დემოკრატია და რა სახითაც ახლოვდება ეს უკანასკნელი უბრალოდ ფარსი და დამღუპველია.
რა პერიოდსაც გადის მთელი სამყარო, ეს პროცესი წმინდა წერილში და სხვადასხვა ეზოტერულ კულტურებში მრავალი საუკუნის წინ ითქვა, ბოლოს მაინც კრავი გაიმარჯვებს, მაგრამ იქამდე მოუწევს მთელ სააქაოს დიდი ტრანსფორმაციების გავლა.
ეს ყველა დაპირისპირება როდის და რა დროში დაიწყება ამას ერთად ვიხილავთ, თუმცა პროცესები საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რის გაჩერებაც ასეთ აურზაურში წარმოუდგენელია და მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ ხვდება ამ ყოველივეს და ვინც უბრალოდ თამაშგარეშია და ბრმად მოელის ველური მმართველებისგან ხსნას“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დაფნის რიტუალი გზების გასახსნელად - „ფინანსური ნაკადის ზრდა ხელსაყრელი ხელშეკრულების მოზიდვა“