ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 16 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„16 იანვარი — დღე ენერგიებით 7 • 1 • 8
დღეს ძალიან ძლიერი დღეა, და მას დამატებით აძლიერებს ისიც, რომ პარასკევია — ვენერას დღე
დილა დღის გააქტიურება
7-ის ენერგია მოძრაობას ითხოვს:
იცეკვეთ 3 საყვარელ სიმღერაზე (შეიძლება 5-ზეც)
ეს მყისიერად რთავს დღეს და იძლევა შედეგს.
გარეგნობა — დღის გასაღები
რიცხვი 16 ატარებს 6-ის ენერგიას, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ ლამაზები.
გამოეწყვეთ
მოუარეთ თავს
როცა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხართ, ყველაფერი უფრო მარტივად ეწყობა.
მისია და რეალიზაცია
ამ დროს 1-ელი მისიის ენერგიაში სწორად ირთვება:
თქვენი ქმედებები ხდება მკაფიო, თავდაჯერებული და მიზანმიმართული, როგორც ლოკომოტივი
ხოლო 8 რეალიზაციაში — ეს არის ბედისწერით ცვლილებები და დიდი ფინანსები.
დღეს რეალურად შეგიძლიათ შეეხოთ ამას — ჯიუტობისა და ბრძოლის გარეშე.
პარასკევი — ვენერას დღე
გოგოებო — დაასაჩუქრეთ თავი, იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ
ბიჭებო — გაანებივრეთ თქვენი გოგონები, დედები, ბებიები, დები
ყველაფერი, რასაც დღეს გასცემთ, ასმაგად დაგიბრუნდებათ.
პატარა რიტუალი
18 იანვარს ახალი მთვარეა, ამიტომ დღეს იდეალური დღეა მსუბუქი რიტუალისთვის.
განაახლეთ მარილი მარილის ჭურჭელში:
დაამატეთ ახალი მარილი და თქვით:
„მარილს მარილის ჭურჭელში ვაახლებ.
წარმატებას,
სიუხვეს,
სიმდიდრეს და
ბედნიერ, ურთიერთსიყვარულს
მარტივად და თავისუფლად ვიღებ.“
საღამოს უკვე შეგიძლიათ დაისვენოთ, მაგრამ ენერგიის დაკარგვის გარეშე გაატარეთ დღე ლამაზად, გააზრებულად და სიამოვნებით, იყავით ბედნიერები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: