Digest Logo

„დღეს წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც სტრატეგიულად აზროვნებენ და არ ეშინიათ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების“ - 22 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი

1769073140
ლოგიკა და ავტორიტეტი

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Abagael Bug-ი 22 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს. 

„22 იანვარი: „ხმლების მეფე“ - ლოგიკა და ავტორიტეტი

ზოგადი დღის ფონი: „ხმლების მეფე“ მოითხოვს ცივ გონებას, ობიექტურობას და სამართლიანობას. ეს არ არის ემოციების დღე. დღეს წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც სტრატეგიულად აზროვნებენ და არ ეშინიათ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების.

მნიშვნელოვანი საკითხები: იდეალური დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, საბუთების გასაფორმებლად ან რთული ინტელექტუალური ამოცანის გადასაჭრელად. მოუსმინეთ პროფესიონალის რჩევას.

ურთიერთობები: ურთიერთობებში სიმკაცრე და დისტანციაა. პარტნიორმა შეიძლება მოითხოვოს ლოგიკური არგუმენტები და არა ცრემლები. კარგი დღეა ურთიერთობის წესების დასადგენად.

ფინანსები: ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღეთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით. ემოციური ხარჯვა გამორიცხულია. კარგი დღეა აუდიტისთვის.

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თავს, ხერხემალს და ნერვულ სისტემას. სუფთა ჰაერი აუცილებელია გონების გასაწმენდად“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აღარ ვაპირებ ჩემი შვილის ბებია-ბაბუას, შეღავათი გავუწიო და ყველგან ვიტყვი, რომ არასწორები არიან, არ არიან ღირსები, ასეთი შვილიშვილი ჰყავდეთ“ - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი

⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!

⭕„ყოველი აზრი, ყოველი დარტყმა და ყოველი ამოსუნთქვა იზიდავს კეთილდღეობას“ - ფულის მოზიდვის რიტუალი, რას გვირჩევს მინეროლოგი