Digest Logo

„დღეს ყველაფერი ელვის სისწრაფით ხდება! დაგვიანება და „დამუხრუჭება“ აკრძალულია“ - როგორ უნდა გაიაქტიუროთ 16 აპრილის ენერგია

1776330174
გაიაქტიურე 16 აპრილის ენერგია -

გაიაქტიურე 16 აპრილის ენერგია, ასტროპროგნოზი: მთვარე ვერძის ნიშანშია.

დღეს ყველაფერი ელვის სისწრაფით ხდება! დაგვიანება და „დამუხრუჭება“ აკრძალულია, შენელებული ტემპი დღეს მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. ყველა პროცესი ჩქარდება, ამიტომ კარგია იმ საქმეების დაწყება, რომელთა სწრაფად დასრულებაც გსურთ. 

დღის დევიზი: „ჩაებღაუჭე ნებისმიერ შესაძლებლობას, დანარჩენს კი სიტუაციის მიხედვით მიხედავ!“  წარმოთქვით ენერგეტიკული კოდი ხმამაღლა:  დააფიქსირე ენერგია ერთ-ერთი გზით: დაწერე ფურცელზე. დაიტანე მაჯაზე  ან დატოვე კომენტარებში 

კოდი უკვე რთავს პროცესებს, ხსნის ნაკადებს, აშორებს ზედმეტს და იზიდავს საჭიროებას.

რეკომენდებულია:

• სწავლა და სხვისი სწავლება;

• გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება;

• სპორტი და აქტიური მოძრაობა (უქმად ჯდომა არ შეიძლება!);

• საკუთარი აზრის დაცვა და კრეატიული მიდგომები;

• შოპინგი (დაინახე? იყიდე!);

• სიახლეების დაწყება და შეჯიბრებები.

არ არის სასურველი:

• დაგვიანება;

• დიდხანს ფიქრი და ყოყმანი.  

მიეცი მოვლენებს უფლება, განვითარდეს მარტივად და შენს სასარგებლოდ. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, როდის და სად იხსენება საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი

⭕ დღეს, 16 აპრილს, მარტვილში „წაჩხურობა“ აღინიშნება - რწმენა და იმედი უშვილოებისთვის

⭕„17 აპრილს, 15:54 სთ-ზე გველოდება ძლიერი ახალმთვარეობა, რომელიც შეიძლება იქცეს სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისად“ - რას წერს ასტროლოგი