
ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, 22 აგვისტოს სახასიათო ნიშნებზე საუბრობს.
ასტროლოგი აღნიშნავს, რომ მთვარე კლებაშია წასული, მზე კი გადადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში.
„აქტიური და გაბედული გადაწყვეტილებები დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. ასევე გამოგვიმუშავდება საქმის სწრაფად დაწყების და დასრულების უნარი.
დღის მინუსებში შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთგაგების სირთულეები, რაც ვერძს ახლავს.
დღის მთავარი მოვლენა არის ის, რომ მზე გადადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ეს ხდება 18:55 წთ-ზე. ეს არის კარგი პერიოდი, რომ ვისწავლოთ მათგან კარგი რაღაცები. დღევანდელი დღე კარგია ვარჯიშისთვის, კომუნიკაციისთვის და მოძრაობისთვის.
შესაძლოა ამ დღეს მოგინდეთ ახალი იდეის განხორციელება, მაგრამ არ არის კარგი რადგან მერკური რეტროგრადულია. ასევე დღევანდელი დღე არ არის კარგი ახალი სასიყვარულო რომანის დასაწყებად. სახეზე და თავზე არ არის ოპერაციის ჩატარება კარგი, ასევე არც თმის შეჭრა, კბილების დაპლომბვა ან ამოღება და არც ყურის გახვრეტა“, - ამბობს ასტროლოგი.
უფრო ვრცლად 22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ნახეთ ვიდეოში 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი
⭕საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენას ულოცავს
🎥 ხვიჩა კვარაცხელიას ბიჭის შეძენას ულოცავენ – პირველი კადრები კლინიკიდან