20 აგვისტო | დღე, როცა ურთიერთობების დასრულება ძალიან მარტივია.
⚡️ დღევანდელი ენერგია შეიძლება ემოციურად საკმაოდ რთული იყოს. დაბნელებების დერეფანი ჯერ კიდევ მოქმედებს, ამიტომ შეიძლება ყველასთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოგინდეთ.
💥 დღის მთავარი საფრთხე პარტნიორთან კონფლიქტია. შესაძლოა, მოგინდეთ ურთიერთობის გარკვევა, პრეტენზიების გამოთქმა ან კავშირის გაწყვეტაც კი. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციების ფონზე.
❤️ პირიქით, დღეს ურთიერთობა სითბოთი და სიყვარულით უნდა შეავსოთ. ჩაეხუტეთ, აკოცეთ, უთხარით ერთმანეთს სასიამოვნო სიტყვები და უბრალოდ გაატარეთ დრო ერთად.
💆♀️ თუ საყვარელი ადამიანი გვერდით არ გყავთ, წადით მასაჟზე ან სპაში. მთავარია, დაძაბულობა მოიხსნათ და სხეული მოადუნოთ.
💧 დღეს წყალი თქვენი დამხმარეა: შხაპიაუზი შეგიძლიათ წყალს თქვენი სურვილიც უთხრათ: „მე სიყვარულს, წარმატებას, ფინანსურ სიუხვესა და ბედნიერებას ვიღებ“.
👩❤️👨 კიდევ ერთი რჩევა გააუმჯობესეთ ურთიერთობა დედასთან. დაურეკეთ, მოიკითხეთ და გაახარეთ. დღეს გაცემული სითბო და მზრუნველობა მრავალჯერ დაგიბრუნდებათ. ერთი დღის ემოციების გამო ნუ დაანგრევთ იმას, რაც თქვენთვის ძვირფასია.
დღეს კონფლიქტის ნაცვლად სიყვარული, პრეტენზიების ნაცვლად სინაზე და დრამის ნაცვლად ბედნიერება აირჩიეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე
⭕The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან