Digest Logo

„დღის საერთო ენერგია უკავშირდება ციფრს 4 - ეს არის მისტიკისა და მიზნების დასახვის დღე“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

1760281967
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 12 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს:

„12 ოქტომბერი:

დღეს შენი პოზიტიურმა განწყობამ შეიძლება მოულოდნელი საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები მოიტანოს  
დღის საერთო ენერგია უკავშირდება ციფრს 4 — ეს არის მისტიკისა და მიზნების დასახვის დღე.

ეცადე დღეს იფიქრო კრეატიულად და გამოხატო თავი შემოქმედებითად.

მნიშვნელოვანია არ აჰყვე სევდას და შეინარჩუნო პოზიტიური აზროვნება — მედიტაციები, აფირმაციები და ნეიროპრაქტიკები ამაში დაგეხმარება.

ფულის ხარჯვისას იყავი რაციონალური — თავი აარიდე უაზრო შესყიდვებს.

არ გააკრიტიკო და არ გაავრცელო ჭორები — ყურადღება მიაქციე საკუთარ საუბარს.

დღეს არ არის რეკომენდებული დოკუმენტებზე ხელმოწერა ან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება — ისინი შეიძლება „მისტიკური გზით“ არ გამართლდეს.

დღეს კვირაა — განსაკუთრებულად წარმატებული დღეა ცნობიერების რიცხვის 1 მქონე ადამიანებისთვის
(ვინც დაბადებულია თვის 1, 10, 19 ან 28 რიცხვში)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ არის დიდ რისკთან დაკავშირებული ჩვილის კოცნა და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მათი დაცვა გვსურს გადამდები ინფექციური დაავადებებისგან?

რა შედეგები მოაქვს მშობლის ემოციურ მიუწვდომლობას შვილის ბავშვობასა და ზრდასრულ ცხოვრებაში - ფსიქოლოგის განმარტება

„წაიკითხეთ ყოველ დღე, აწარმოვეთ ჩანაწერები, შეცვალეთ მარშრუტი...“ - როგორ ვავარჯიშოთ ტვინი, ფსიქოლოგის რეკომენდაცია