Digest Logo

🎥 „დიახ არსებობს კარმული წლები, რომელიც 17-18 წლის ასაკში მოდის...ბევრი ადამიანი გარდაცვლილა ამ წლებში“ - მიხეილ ცაგარელი

1726843484
http://astroblogi.com/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98/

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი რამდენიმე წლის წინ გადაცემაში „ფარული კონვერტი“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარი კარიერის ისტორიაზე და კარმულ წლებზე ისაუბრა.

ასტროლოგმა აღნიშნა, რომ მუსიკალური კარიერა ასტროლოგიის გამო დათმო, რადგან მისი კარმული საქმიანობა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო.

„სამყარომ მიკარნახა, რომ ეს არ იყო ჩემი კარმული გზა. ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი გავცივდი, ნორმალურად ვერ დავდიოდი და ჩემმა მეგობარმა მომიტანა ერთი წიგნი, კომუნისტების დროა და ეწერა - ასტროლოგია, ედუარდ ტენტონი. მე წავიკითხე სხვა გზა არ მქონდა, მობილურები არ იყო და ერთი არხი აჩვენებდა მხოლოდ. 

აღმოჩნდა, რომ კუროს ზოდიაქოზე, რაც 80 წლის წინ იყო დაწერილი, აბსოლუტურად მე ვიყავი. მერე გამიჩნდა კითხვა  - რა იცოდნენ, რომ 80 წლის მერე მე იგივე ვიქნებოდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ როგორც კი დავდგებოდი ფეხზე ამ სფეროს მივხედავდი. წავედი მოსკოვში, შევხვდი ალექსანდრე ზარაევს და ბევრ ცნობილ ასტროლოგს, რომლებმაც პირადი ჰოროსკოპი შემიდგინეს. აღმოვაჩინე, რომ ჩემი კარმული გზა არის სულ სხვა, არა მუსიკა, არამედ სხვა. იუპიტერი მყავდა ტყუპებში და ჩემი კარმული სახლი მეთორმეტე იყო, რაც იმას ნიშნავს რომ მასმედიის საშუალებით უნდა შემესწავლა და გადამეცა ეზოტერიკა. როგორც კი ამ გზაზე დავდექი შეიცვალა ყველაფერი და მოვიდა წარმატება.

არსებობს კარმული წლები, პირველად 21 წლის ასაკში მოდის, თუმცა თავდაპირველად მაინც 16-18 წლის ასაკში, შემდეგ 26-28 წლამდე შუალედში, ასევე 36-38 წლების შუალედი, 41-42 წლის შუალედი, 46-48 , 51, 54 და 63 წლები. თუ შენ იღებ დარტყმას ამ წლებში, მაშინ უნდა შეცვალო დროზე შენი ცხოვრება. ბევრი ადამიანი გარდაცვლილა ამ წლებში. პრინცესა დაიანას ეკრძალებოდა ქველმოქმედება, ერთი წლით ადრე სანამ დაიღუპებოდა, გააფრთხილეს ამის შესახებ, მაგრამ არ გაითვალისწინა ამიტომაც დაისაჯა“, - ჰყვება მიხეილ ცაგარელი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე? - ვრცელდება, სათვალთვალო კამერის მორიგი ჩანაწერი

🎥 „ჩვენი ულამაზესი გოგო… როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“ – ია ფარულავა

⭕ „ორი წლის წინ 20 სექტემბერს საბოლოოდ დავტოვე სარეაბილიტაციო სახლი, გავიმარჯვე, მაგრამ არ ვიცი რამ გადამარჩინა...“ - გიორგი კეკელიძე