ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ ახალმთვარეობაზე საუბრობს, რომლის პიკი თბილისის დროით 15:52 საათზე იყო:
„✨დღეს, 17 აპრილს საქართველოს დროით, 15:52 საათზე ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოში.
• ახალმთვარეობას დასუსტებულია ადამიანის შინაგანი ძალა და მოვლენების აღქმის ადეკვატური უნარი. ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. დიდი ალბათობაა შეცდომის დაშვებისა და არასახარბიელო შედეგის მიღების.
• გააქტიურებულია აგრესიული ფონი.
• კარგია, თუ მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდებით, მიიღებთ ბევრ სითხეს და ჯანსაღად გამოიკვებებით.
• დიდი ენერგიის ხარჯვა, დააზიანებს ფინანსურ და ჯანმრთელობის ენერგიებს.
🌟 ხვალიდან აღდგება ენერგიები და სრულიად სამყარო იგრძნობს შინაგანი ენერგიის-ძალის გამოღვიძებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გადაჭრათ ის საკითხები, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე გაიწელა, ან უშედეგო იყო.
🌸 გისურვებთ, მაღალ ვიბრაციებსა და საკუთარი პოტენციალის გამოღვიძებას“, - წერს ხატია ბედოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ურანი ტყუპებში - ლილიტი მშვილდოსანში: 10 თემა, რომელიც ამ ღერძით აქტიურდება
⭕როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გსურთ, რომ პასუხი თქვენს კითხვებზე უმაღლესი ძალებისგან მიიღოთ